საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 13. რა გაგებით წვავენ კაცობრიობას მზესთან შედარებული ქვეყნიერების მმართველები?

      13 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების მიზნით ამ ქვეყნიერების მმართველებმა დააარსეს ერთა ლიგა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მოსინჯეს მმართველობის ახალი ფორმები, მაგალითად, ფაშიზმი და ნაციზმი. კომუნიზმმაც ბევრგან მოიკიდა ფეხი. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთა ცხოვრება გაეუმჯობესებინათ, მზესთან შედარებულმა მმართველებმა დაიწყეს ‘ადამიანების დაწვა დიდი სიცხით’. ესპანეთში, ეთიოპიასა და მანჯურიაში მიმდინარე ომებმა მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ისეთ დიქტატორებს, როგორებიც იყვნენ მუსოლინი, ჰიტლერი და სტალინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბრალი მიუძღვით ათობით მილიონი ადამიანის, მათ შორის მათივე თანამემამულეების სიკვდილში. ბოლო ხანებში მომხდარმა საერთაშორისო თუ სამოქალაქო კონფლიქტებმა „დაწვეს“ ხალხი ვიეტნამში, კამპუჩიაში, ირანში, ლიბანსა და ირლანდიაში, აგრეთვე ლათინური ამერიკისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მსოფლიო მპყრობელთა შორის დაპირისპირება არ წყდება. მათ ხელთ არსებულ საზარელ ბირთვულ იარაღს შეუძლია ფერფლად აქციოს მთელი კაცობრიობა.

  • ღვთის რისხვა თავდება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „დღეს დიქტატორები, ჰიტლერი და მუსოლინი, საფრთხეს უქმნიან მსოფლიო მშვიდობას. თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მხარს უჭერს რომის კათოლიკური ეკლესია“ („ფაშიზმი თუ თავისუფლება“, 1939 წ., გვ. 12 [ინგლ.]).

      „ისტორიის განმავლობაში დიქტატორები ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდნენ — თუ ვერ დაიმორჩილებ, გაანადგურე. ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე კი ასეთი პრინციპით მოქმედებს — თუ არ დაემორჩილები, განადგურდები“ („ღვთის სამეფო გააერთიანებს ყველა ერს“, 1961 წ., გვ. 23 [ინგლ.]).

      „1945 წლიდან 25 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში მიმდინარე 150-მდე ომში“ (1980 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 6 [ინგლ.]).

      „სახელმწიფოები. . . არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას და არც თავიანთი მოქმედებების შედეგები აღელვებთ. ზოგი ქვეყანა თავისი მიზნის მისაღწევად მართებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშუალებას: ხოცვა-ჟლეტას, მკვლელობას პოლიტიკური მიზნით, თვითმფრინავების გატაცებას, დაბომბვას და ა.შ. . . კიდევ რამდენ ხანს აიტანენ ერები ერთმანეთისგან ასეთ უგუნურებასა და უპასუხისმგებლობას?“ (1985 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4 [ინგლ.]).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება