საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 94 გვ. 220-გვ. 221 აბზ. 1
  • მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • იერუსალიმში შეკრებილნი
    ბიბლიური მოთხრობები
  • იესო ასობით ადამიანს ეცხადება
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ნათლობა მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ღვთის სულის ხელმძღვანელობა პირველ საუკუნეში და დღეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 94 გვ. 220-გვ. 221 აბზ. 1
იერუსალიმში მყოფი ხალხი გაოცებულია, როცა ხედავს, როგორ ელაპარაკებიან იესოს მოწაფეები მათ მშობლიურ ენებზე.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 94

მოწაფეებმა წმინდა სული მიიღეს

იესოს ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ მოწაფეებმა, დაპირებისამებრ, წმინდა სული მიიღეს. ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა იერუსალიმში. იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იერუსალიმში მდებარე ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში იყო შეკრებილი. უეცრად დიდი საოცრება მოხდა: თითოეული მოწაფის თავზე რაღაც ცეცხლის ალისმაგვარი რამ გაჩნდა და მათ სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. მთელ სახლში ძლიერი ქარიშხლის მსგავსი ხმა გაისმა.

ეს ხმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებსაც შემოესმათ და მაშინვე სახლში შეცვივდნენ, რომ ენახათ, რა ხდებოდა. მათ გაოცება ვერ დამალეს, როცა ნახეს, რომ მოწაფეები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და წამოიძახეს: ესენი ხომ გალილეელები არიან, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე?!

პეტრე და სხვა მოციქულები ხალხის წინ დადგნენ. პეტრემ მათ უთხრა, თუ როგორ მოკლეს იესო, მაგრამ როგორ აღადგინა იგი იეჰოვამ. მან თქვა: ახლა იესო ზეცაშია, ღვთის მარჯვნივ. მან დაპირებული წმინდა სული მისცა თავის მოწაფეებს. ამიტომაც ხედავთ დღეს ამ სასწაულს.

ხალხზე ძალიან იმოქმედა პეტრეს ნათქვამმა. ძმებო, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? – კითხულობდნენ ისინი. პეტრემ მიუგო: მოინანიეთ ცოდვები, მოინათლეთ იესოს სახელით და თქვენც მიიღებთ წმინდა სულის ძღვენს. იმავე დღეს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მოინათლა. მას შემდეგ მოწაფეების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზარდა იერუსალიმში. წმინდა სულის დახმარებით მოციქულებმა მრავალი კრება ჩამოაყალიბეს. კრებებში ისინი მოწაფეებს ასწავლიდნენ ყველაფერს, რის გაკეთებაც იესომ დაავალა.

„თუ სახალხოდ აღიარებ ბაგით, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები“ (რომაელები 10:9).

კითხვები: რა მოხდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს? რატომ მოინათლა ამდენი ხალხი?

საქმეები 1:15; 2:1-42; 4:4; იოანე 15:26

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება