საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
    • მოქმედებისკენ აღძრულნი

      4. იოველის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

      4 სულიწმიდის მიღებისთანავე მოწაფეებმა ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობის გაზიარება დაიწყეს და პირველი, ვინც ეს ცნობა მოისმინა, დღესასწაულზე შეკრებილი ხალხი იყო. მათი ქადაგებით შესრულდა ამ შემთხვევამდე რვა საუკუნით ადრე ფეთუელის ძის, იოველის, მიერ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს... სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 1:1; 3:1, 2, 4; საქმეები 2:17, 18, 20).

      5. რა გაგებით იყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები წინასწარმეტყველები? (იხილეთ სქოლიო).

      5 ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ღმერთი აპირებდა დავითის, იოველისა და დებორას მსგავსი ქალებისა და კაცებისგან წინასწარმეტყველთა მთელი თაობის შექმნას, რომლებიც მომავალს იწინასწარმეტყველებდნენ? არა. ქრისტიანი „ვაჟები და ასულები... ყმები და მხევლები“ იმ გაგებით იწინასწარმეტყველებდნენ, რომ იეჰოვას სულით აღძრულები განაცხადებდნენ „ღვთის დიად საქმეებს“, რომლებიც გაუკეთებია და რომელთა გაკეთებასაც მომავალში აპირებს. მათ უზენაესის წარმომადგენლებად უნდა ემსახურათa.

  • „ღვთის დიადი საქმეებით“ აღფრთოვანებულნი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
    • a როდესაც იეჰოვამ მოსე და აარონი ფარაონთან გაგზავნა, რათა ხალხის სახელით ელაპარაკა, მოსეს უთხრა: «იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი [„წინასწარმეტყველი“, აქ] იქნება» (გამოსვლა 7:1). აარონი წინასწარმეტყველი იყო არა იმ გაგებით, რომ მომავალს აცხადებდა, არამედ მოსეს წარმომადგენლად მსახურობდა, ანუ მის მაგივრად ლაპარაკობდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება