საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • 20, 21. როგორ ვითარებაში განამტკიცეს მოციქული პავლე რომაელმა ძმებმა?

      20 განსაკუთრებით შთამბეჭდავი და თბილი გრძნობების გამომწვევია ის ბიბლიური შემთხვევები, თუ როგორ განამტკიცებდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს იეჰოვას მსახურები. განვიხილოთ პავლე მოციქულთან დაკავშირებული მაგალითი. როცა პავლე, როგორც პატიმარი, რომში უნდა ჩასულიყო, მას აპიუსის გზის სახელით ცნობილ რომაულ გზატკეცილზე მოუწია მგზავრობა. რომამდე გზის უკანასკნელი მონაკვეთის გავლა არც იმდენად სასიამოვნო იყო, რადგან მგზავრებს ჭაობიან დაბლობზე უნდა გაევლოთa. ძმებმა, რომლებიც რომის კრებაში მსახურობდნენ, იცოდნენ, რომ პავლე უნდა ჩასულიყო. როგორ მოიქცეოდნენ ისინი? დაელოდებოდნენ თავიანთ სახლებში, ვიდრე პავლე ქალაქში ჩავიდოდა და შემდეგ წავიდოდნენ მასთან შესახვედრად?

      21 ბიბლიის ერთ–ერთი დამწერი ლუკა, რომელიც ამ დროს პავლესთან ერთად მგზავრობდა, მოგვითხრობს: «იქაური ძმები, რომლებმაც ჩვენი ამბავი გაიგეს, წამოვიდნენ და აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“ შეგვეგებნენ». შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სცენა? პავლეს შესახვედრად ძმების ჯგუფი გაემგზავრა რომიდან. მათი ნაწილი აპიუსის მოედანზე იცდიდა, რომელიც რომიდან 74 კილომეტრით დაშორებული ცნობილი ადგილი იყო, სადაც მგზავრები დასასვენებლად ჩერდებოდნენ. დანარჩენი ძმები კი პავლეს „სამ ფუნდუკთან“, ქალაქიდან 58 კილომეტრით დაშორებულ დასასვენებელ პუნქტში, ელოდებოდნენ. რა რეაქცია ჰქონდა პავლეს ამაზე? ლუკა გვეუბნება: „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15). წარმოიდგინეთ, პავლესთვის გამხნევებისა და ნუგეშის წყარო იყო იმ ძმების მხოლოდ დანახვაც კი, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და მის შესახვედრად ამხელა გზა გაიარეს! ვის გადაუხადა პავლემ მადლობა ასეთი დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის? იეჰოვა ღმერთს — ვისგანაც ეს დახმარება მომდინარეობდა.

  • იეჰოვაა ჩვენი დამხმარე და მშველელი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • a რომაელმა პოეტმა ჰორაციუსმა (ძვ. წ. 65—8 წლები), რომელმაც ამავე გზით იმგზავრა, აღწერა, თუ რამდენად არასასიამოვნო იყო ეს მონაკვეთი. ჰორაციუსმა აპიუსის მოედანი „ნაოსნებითა და ფუნდუკების ძუნწი მეპატრონეებით გადაჭედილ“ ადგილად დაახასიათა. გარდა ამისა, მან უკმაყოფილებით მოიხსენია „წყეული კოღოები, ბაყაყები“ და „ბილწი“ წყალი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება