საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „დაფარული მანანა და პატარა თეთრი ქვა“

      17. რა კურთხევები მოელით „მძლეველ“ ცხებულებს და რას უნდა მოერიდონ პერგამონელი ქრისტიანები?

      17 ყველას, ვინც ყურად იღებს იესოს რჩევას, იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობით გადმოცემულს, დიდი ჯილდო ელის. „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს მივცემ დაფარულ მანანას და პატარა თეთრ ქვას ზედ დაწერილი ახალი სახელით, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა“ (გამოცხადება 2:17).

  • ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 20, 21. ა) რას ნიშნავს ცხებული ქრისტიანებისთვის პატარა თეთრი ქვების მიცემა? ბ) რაკი პატარა თეთრი ქვები მხოლოდ 144 000-ია, რა იმედი აქვს უამრავ ხალხს?

      20 ცხებულები „პატარა თეთრ ქვასაც“ იღებენ. რომის სასამართლოებში პატარა ქვები სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროს გამოიყენებოდაb. თეთრი ქვა გამართლებას ნიშნავდა, შავი კი — დასჯას, ხშირად სიკვდილს. იესო რომ პერგამონელ ქრისტიანებს „თეთრ ქვას“ აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მათ უდანაშაულოებად, წმინდებად და სპეტაკებად აღიარებს. იესოს სიტყვებს შეიძლება სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს; რომის იმპერიაში პატარა ქვებს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად ბილეთის დანიშნულებითაც იყენებდნენ. ამიტომ პატარა თეთრ ქვებს ცხებული „მძლეველი“ ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს — ზეცაში კრავის ქორწილში ისინი საპატიო ადგილს დაიკავებენ. ასეთი პატარა ქვა მხოლოდ 144 000-ია (გამოცხადება 14:1; 19:7—9).

      21 ნიშნავს ეს იმას, რომ უამრავი ხალხი, რომელიც ცხებულების მხარდამხარ მსახურობს, უყურადღებოდ არის მიტოვებული? არავითარ შემთხვევაში! მართალია, ისინი არ იღებენ პატარა თეთრ ქვებს, რომლებიც ზეცაში ცხოვრების უფლებას იძლევა, მაგრამ თუ ერთგულები დარჩებიან, დიდ გასაჭირს გადაიტანენ და დედამიწის სამოთხედ გადაქცევით გაიხარებენ. დროთა განმავლობაში მკვდრებიც აღდგებიან და მათ ქრისტემდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებიც და ჩვენს დროს დაღუპული „სხვა ცხვრებიც“ შეუერთდებიან. საბოლოოდ ყველა გამოსყიდული მიცვალებული ჯილდოდ მიიღებს აღდგომას და იცხოვრებს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე (ფსალმუნი 45:16; იოანე 10:16; გამოცხადება 7:9, 14).

      22, 23. რას ნიშნავს იმ პატარა ქვაზე დაწერილი სახელი, რომელიც ცხებულ ქრისტიანებს ეძლევათ, და რისკენ აღძრავს ეს მათ?

      22 რა ახალი სახელი აწერია პატარა ქვას? სახელი ადამიანის ვინაობას გვაცნობს და მას სხვებისგან განასხვავებს. ეს ცხებული ქრისტიანები პატარა ქვებს მას შემდეგ იღებენ, რაც მიწიერ სიცოცხლეს ასრულებენ როგორც ‘მძლეველები’. გამოდის, რომ ქვაზე დაწერილი სახელი იმ დიდ პატივს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც ისინი ზეცაში იესოსთან ერთად ყოფნით მიიღებენ. ისინი იესოს გვერდით იქნებიან და მასთან ერთად იმეფებენ. ამ ჯილდოს კი სრულად მხოლოდ ისინი იგემებენ და დააფასებენ, ვინც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებს. ამიტომაც ნათქვამია, რომ ეს სახელი, ანუ საპატიო მდგომარეობა, „არავინ იცის მიმღების გარდა“ (შეადარეთ გამოცხადების 3:12).

  • ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [სურათი 45 გვერდზე]

      პატარა თეთრი ქვა კრავის ქორწილზე დაპატიჟებულებს ეძლევათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება