საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w03 1/1 გვ. 26
  • მისი სიმტკიცე დაჯილდოვდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მისი სიმტკიცე დაჯილდოვდა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • მსგავსი მასალა
  • იეარიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქესალონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ცოლებო, ღრმა პატივი ეცით ქმრებს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
w03 1/1 გვ. 26

მისი სიმტკიცე დაჯილდოვდა

კეთილი გულის მრავალ ადამიანს სურს, რომ მათი ახლობლები ღვთის განზრახვებს გაეცნონ და ბედნიერი ცხოვრებით გაიხარონ. როდესაც ადამიანი ღმერთს თავს უძღვნის, ამაში შეიძლება თავიანთი კარგი ქცევით სხვებმაც — ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა — საკმაო წვლილი შეიტანეს. ასე მოხდა ხეიარიმის, მექსიკელი მოზარდი გოგონას შემთხვევაში, რომელმაც იეჰოვას მოწმეთა სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე ძმებს გადასცა ასეთი ბარათი:

„მინდა ჩემი სიხარული და ბედნიერება თქვენც გაგიზიაროთ. თვრამეტი წლის წინათ, როდესაც ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ჭეშმარიტება გაიგეს. დედაჩემმა სულიერად წინ წაიწია, მოგვიანებით კი მე და ჩემი ძმაც შევუერთდით მას. ყველანი ლოცვაში ვთხოვდით იეჰოვას, რომ მამაც დამდგარიყო სიცოცხლის გზაზე. ამასობაში, უკვე თვრამეტი წელი გავიდა, დღევანდელი დღე კი განსაკუთრებულია ჩვენი ოჯახისთვის. დღეს მამაჩემი ინათლება. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ აღსასრული ამ ნანატრ დღემდე არ მოვიდა. მადლობა იეჰოვას!“.

წლების მანძილზე, ამ გოგონას ოჯახი, უეჭველია, ითვალისწინებდა 1 პეტრეს 3:1, 2-ში ჩაწერილ ღვთივსულიერ პრინციპს: „ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით“. გარდა ამისა, ახალგაზრდა ხეიარიმმა, ალბათ, მეორე რჯულის 5:16-ში ჩაწერილი სიტყვებიც გაითვალისწინა: „პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა“. ამ პრინციპების გამოყენებამ და მოთმინებამ ხეიარიმსა და მის ოჯახს კურთხევები მოუტანა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება