საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ითხოვეთ და მოგეცემათ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აპრილი
    • პირველ მაგალითში იესო ყურადღებას ამახვილებს ადამიანზე, რომელიც ლოცულობს (ლუკა 11:5—8). იესო ყვება, რომ ერთ კაცს გვიან ღამით სახლში სტუმარი მიუვიდა. მას არაფერი აქვს, რომ გაუმასპინძლდეს. მასპინძელმა სასწრაფოდ რაღაც უნდა იღონოს. მართალია, გვიანია, მაგრამ ის მაინც მიდის მეგობართან პურის სათხოვნელად. მეგობარს ეზარება ადგომა, რადგან მასაც და მის ოჯახსაც ტკბილად სძინავთ. მაგრამ კაცი არა და არ ეშვება და მოურიდებლად ითხოვს დახმარებას. ბოლოს სახლის პატრონი დგება და აძლევს იმას, რაც სჭირდება.a

      რას გვასწავლის ეს მაგალითი ლოცვასთან დაკავშირებით? იესო გვეუბნება, რომ შეუპოვრობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ვითხოვთ, ვეძებთ და ვაკაკუნებთ (ლუკა 11:9, 10). რატომ? იმის თქმა ხომ არ უნდოდა იესოს, რომ ღმერთი უგულოდ და უხალისოდ ისმენს ჩვენს ლოცვებს? არა. იესო იმას გულისხმობდა, რომ იმ კაცისგან განსხვავებით, რომელიც უხალისოდ ადგა მეგობრის დასახმარებლად, ღმერთს დიდი სურვილი აქვს, უპასუხოს იმ ადამიანთა ლოცვებს, რომლებიც მას რწმენით მოუხმობენ. ასეთი რწმენა კი ჩვენს დაჟინებულობაში ვლინდება. არაერთხელ თხოვნით, ცხადვყოფთ, რომ რასაც ვითხოვთ, ნამდვილად გვჭირდება და გვჯერა, რომ ღმერთი მოგვცემს, თუ ჩვენი თხოვნა მის ნებას შეესაბამება (მარკოზი 11:24; 1 იოანე 5:14).

  • „ითხოვეთ და მოგეცემათ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 1 აპრილი
    • a იესოს მაგალითი აშკარად ასახავს იუდეველთა ტრადიციასა და წეს-ჩვეულებას. იუდეველებისთვის სტუმართმოყვარეობა წმინდა მოვალეობად ითვლებოდა. ოჯახი, როგორც წესი, ერთი დღის სამყოფ პურს აცხობდა, ამიტომ იმ დროს მეზობლისთვის ან მეგობრისთვის პურის თხოვნა ჩვეულებრივი რამ იყო. გარდა ამისა, თუ ოჯახი ღარიბი იყო, ოჯახის წევრებს ერთ ოთახში ეძინათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება