საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მივიდა მასთან დიდძალი ხალხი“
    „მოდი და გამომყევი“
    • 13. რაში უნდა მიჰბაძონ მშობლებმა იესოს?

      13 ხალხი ხედავდა, რომ იესოს თითოეული ადამიანის მდგომარეობა აღელვებდა, მაშინაც კი, როცა მძიმე წუთები ედგა. როგორც დავინახეთ, იესოს მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, მაგრამ მაინც მოიცალა ბავშვებისთვის. ეს მშობლებისთვის კარგი მაგალითია. ბავშვების აღზრდა დღეს უფრო და უფრო რთულდება. მიუხედავად ამისა, ბავშვები უნდა ხედავდნენ, რომ მშობლებს ყოველთვის სცალიათ მათთვის. მშობლებო, მართალია ზოგჯერ ისე ხართ დაკავებულნი, რომ ბავშვს ვერ უთმობთ საჭირო ყურადღებას, მაგრამ უთხარით, რომ როგორც კი მოიცლით, მიაქცევთ ყურადღებას. თუ პირობას შეასრულებთ, ბავშვი დაინახავს, რომ მოთმინება ნამდვილად ღირდა. ამის შემდეგ ის ყოველთვის მოვა თქვენთან, რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს.

  • „მივიდა მასთან დიდძალი ხალხი“
    „მოდი და გამომყევი“
    • დედა ამშვიდებს პატარა გოგონას, რომლის დათუნიასაც მკლავი მოსძვრა.

      დაანახვე ბავშვებს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შენთან მოსვლა.

      16 მშობლებისთვის ესეც კარგი მაგალითია. როგორ მოიქცევი, შვილი რომ მოვიდეს და მოგიყვეს ის, რაც აწუხებს? შეიძლება ეს უმნიშვნელო პრობლემად მოგეჩვენოს, შეიძლება გაგეცინოს კიდეც. შენს პრობლემებთან შედარებით ბავშვის პრობლემა შეიძლება მართლაც უმნიშვნელო ჩანდეს. მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ეს ბავშვისთვის უმნიშვნელო არ არის. თუ რაღაც აწუხებს მას, ვინც ძალიან გიყვარს, არ შეხვალ მის მდგომარეობაში?! თუ ბავშვი დაინახავს, რომ, რაც მას აწუხებს, შენთვის უმნიშვნელო არ არის, არ გაუჭირდება შენთან მოსვლა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება