საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფიქრობს ღმერთი თქვენზე?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

      ფიქრობს ღმერთი თქვენზე?

      „საწყალი და დაჩაგრული ვარ. იეჰოვა იფიქრებს ჩემზე“a (ისრაელის მეფე დავითი, ძვ. წ. მე-11 საუკუნე).

      სათლიდან გადმოვარდნილი წყლის წვეთი

      „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან“ (ესაია 40:15)

      გონივრული იყო დავითის მოლოდინი, რომ ღმერთი იფიქრებდა მასზე? ფიქრობს ღმერთი თქვენზე? ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი დაინტერესებულია მათით.

      ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებთან შედარებით ღმერთს გაცილებით აღმატებული მდგომარეობა უკავია. მის თვალში „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან და სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან“ (ესაია 40:15). ერთი სკეპტიკურად განწყობილი ჟურნალისტი ასეთ დასკვნამდეც კი მივიდა: „საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა უნდა გქონდეს იმის დასაჯერებლად, რომ ღმერთი ფიქრობს შენზე და დაინტერესებულია შენი საქმეებით“.

      მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ზოგი თავისი ცხოვრების წესის გამო თავს უღირსად გრძნობს და ფიქრობს, რომ არ იმსახურებს ღვთის ყურადღებას. ერთი მამაკაცი, სახელად ჯიმი, ამბობს: „ლოცვაში გამუდმებით ვთხოვდი ღმერთს შინაგან სიმშვიდეს და თავშეკავებას, თუმცა ჩემი ფიცხი ხასიათი ხშირად მახსენებდა თავს. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ თხემით ტერფამდე ცუდი ადამიანი ვიყავი და ღმერთსაც კი არ შეეძლო ჩემი დახმარება“.

      ნუთუ ისე შორს არის ღმერთი ადამიანებისგან, რომ ვერ ამჩნევს მათ? რას გრძნობს ღმერთი არასრულყოფილი ადამიანების მიმართ? ღვთის დახმარების გარეშე ადამიანს არ ძალუძს ამ კითხვებზე ზუსტი პასუხების მიღება. თუმცა ღვთივშთაგონებული წიგნი, ბიბლია, გვარწმუნებს, რომ ღმერთი შორს არ არის ჩვენგან; უფრო მეტიც, ის დაინტერესებულია თითოეული ჩვენგანით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). მომდევნო სტატიებში განვიხილავთ ღვთის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ და იმას, თუ როგორ ავლენდა და ავლენს ინტერესს ჩვენნაირი ადამიანებისადმი.

      a ფსალმუნი 40:17. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვა ღვთის სახელია.

  • ღმერთი ზრუნავს თქვენზე
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

      ღმერთი ზრუნავს თქვენზე

      „ადამიანის გზას დაჰყურებს მისი თვალები და მის ნაბიჯებს ხედავს იგი“ (იობი 34:21)

      მამა და შვილი თამაშობენ

      რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება

      რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: უახლესი კვლევის თანახმად მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, სულ მცირე, 100 მილიარდი პლანეტაა. ასეთი უკიდეგანო სამყაროს შემყურე, მრავალი სვამს კითხვას: „რატომ უნდა აინტერესებდეს ყოვლისშემძლე შემოქმედს, რას აკეთებენ უმწეო ადამიანები ერთ ციცქნა დედამიწაზე?“.

      რას გვასწავლის ბიბლია: მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა სახელმძღვანელოდ ბიბლია მოგვცა, ის კვლავაც ავლენს ჩვენდამი ინტერესს. იეჰოვა გვარწმუნებს: „რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).

      განვიხილოთ ძვ. წ. მე-20 საუკუნეში მცხოვრები ეგვიპტელი აგარის შემთხვევა. ის უპატივცემულოდ მოექცა თავის ქალბატონს, სარაის, რის გამოც მან აგარი დაამცირა. დამცირებული აგარი უდაბნოში გაიქცა. შეწყვიტა ღმერთმა მასზე ზრუნვა დაშვებული შეცდომის გამო? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „იეჰოვას ანგელოზმა ნახა იგი“ და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა: „ისმინა იეჰოვამ შენი გაჭირვება“. აგარმა იეჰოვას მიუგო: „შენა ხარ ღმერთი, ყოველივეს მხილველი“ (დაბადება 16:4—13).

      „ყოველივეს მხილველი“ ღმერთი თქვენც გაკვირდებათ. შედარებისთვის მზრუნველი დედის მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც თვალს არ აშორებს თავის პატარას, რადგან ესმის, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. მსგავსადვე, ღმერთი განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევს მაშინ, როცა თავს უმწეოდ და დაუცველად ვგრძნობთ. იეჰოვა ამბობს: „სიმაღლეში და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ, დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სულები და გამოვაცოცხლო დაჩაგრულთა გულები“ (ესაია 57:15).

      მაგრამ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები: როგორ მაკვირდება ღმერთი? ხედავს ის ჩემს შინაგან პიროვნებას და ესმის ჩემი, თუ მხოლოდ იმით მაფასებს, რაც გარეგნულად ჩანს?

  • ღმერთს ესმის თქვენი
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

      ღმერთს ესმის თქვენი

      „იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ“ (ფსალმუნი 139:1)

      დნმ და ჩანასახი

      „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი“ (ფსალმუნი 139:16)

      რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: მრავალი ფიქრობს, რომ ღმერთი ადამიანებს ცოდვილებად და უწმინდურებად მიიჩნევს, რის გამოც ისინი არ იმსახურებენ მის ყურადღებას. დეპრესიით დატანჯული კენდრა თავს დამნაშავედ გრძნობდა, რადგან ფიქრობდა, რომ სრულყოფილად ვერ აკმაყოფილებდა ღვთის მოთხოვნებს. ის იქამდეც კი მივიდა, რომ ლოცვა საერთოდ შეწყვიტა.

      რას გვასწავლის ბიბლია: იეჰოვას კარგად ესმის ჩვენი არასრულყოფილება და იცის, როგორი ადამიანები ვართ სინამდვილეში. ბიბლიაში წერია: „მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“. უფრო მეტიც, „ჩვენი ცოდვებისამებრ“ არ გვექცევა, არამედ გვპატიობს, თუ მთელი გულით ვინანიებთ (ფსალმუნი 103:10, 14).

      გავიხსენოთ პირველ სტატიაში მოხსენიებული ისრაელის მეფე დავითი. ლოცვაში მან ღმერთს უთხრა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა . . . გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული“ (ფსალმუნი 139:16, 23). დიახ, დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაინახავდა მის მომნანიე გულს, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ სერიოზულ ცოდვებსაც სჩადიოდა.

      იეჰოვას ყველაზე უკეთ ესმის თქვენი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). ღმერთს ესმის, რატომ იქცევით ზოგჯერ არასწორად, რადგან ითვალისწინებს მემკვიდრეობით ფაქტორებს, იმას, თუ როგორ აღიზარდეთ და იმასაც, რა გარემოში გიწევთ ცხოვრება. მან კარგად იცის, როგორები ხართ სინამდვილეში. ღმერთი ხედავს და აფასებს თქვენს მცდელობას, იყოთ კარგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეცდომებს უშვებთ.

      საინტერესოა, როგორ იყენებს ღმერთი ამ ცოდნას თქვენ სანუგეშებლად?

  • ღმერთს შეუძლია თქვენი ნუგეშისცემა
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

      ღმერთს შეუძლია თქვენი ნუგეშისცემა

      „ჩაგრულების ნუგეშისმცემელმა ღმერთმა . . . გვანუგეშა“ (2 კორინთელები 7:6)

      ახალგაზრდა ქალი ბიბლიას კითხულობს

      ღვთის ძემ „შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალატელები 2:20).

      რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: მაშინაც კი, როცა სასოწარკვეთილები არიან და ნუგეში სჭირდებათ, ზოგი თავს იკავებს, ღმერთს დახმარება სთხოვოს, რადგან თვლის, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ეგოისტობა. ერთი ქალბატონი, სახელად რაკელი, ამბობს: „როდესაც ვხედავ ადამიანები რა მძიმე მდგომარეობაში არიან, მათთან შედარებით ჩემი პრობლემები უმნიშვნელოდ მეჩვენება და მერიდება, ღმერთს დახმარება ვთხოვო“.

      რას გვასწავლის ბიბლია: ადამიანების დასახმარებლად და სანუგეშებლად ღმერთმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. დღეს სრულყოფილი არავინაა, ამიტომ შეუძლებელია ზედმიწევნით შევასრულოთ ღვთის მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, ღმერთმა „შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე [იესო ქრისტე] შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“ (1 იოანე 4:10). ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთი გვპატიობს ცოდვებს, შეგვიძლია გვქონდეს სუფთა სინდისი და მარადიული სიცოცხლის იმედი მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში.a მაგრამ იბადება კითხვა: უბრალოდ მთელი კაცობრიობისთვის იქნა გაღებული ეს მსხვერპლი, თუ ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ღმერთი პირადად არის თქვენით დაინტერესებული?

      გავიხსენოთ პავლე მოციქულის შემთხვევა, რომელმაც ქრისტეს მსხვერპლისადმი მადლიერებით აღძრულმა დაწერა: „ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალატელები 2:20). მართალია, იესო მის გაქრისტიანებამდე მოკვდა, მაგრამ პავლე ამ მსხვერპლს ღვთისგან პირადად მისთვის ბოძებულ ძღვნად მიიჩნევდა.

      იესოს მსხვერპლი ღვთის მიერ პირადად თქვენთვის ბოძებული ძღვენია, რაც ამტკიცებს, რომ ღვთის თვალში ძვირფასნი ხართ. ამას კი „მარადიული ნუგეში და კარგი იმედი“ მოაქვს, რათა განგამტკიცოთ „ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში“ (2 თესალონიკელები 2:16, 17).

      მართალია, იესომ თავისი სიცოცხლე მსხვერპლად დაახლოებით 2 000 წლის წინ გაიღო, მაგრამ რა ცხადყოფს იმას, რომ ღმერთს დღესაც სურს თქვენთან დაახლოება?

  • ღმერთს სურს, დაგიახლოვდეთ
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აგვისტო
    • მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

      ღმერთს სურს, დაგიახლოვდეთ

      „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44)

      რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: ბევრი მორწმუნე ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი შორს არის მათგან. ირლანდიაში მცხოვრები ქრისტინა, რომელიც ყოველკვირა დადიოდა ეკლესიაში, ამბობს: „ღმერთს კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ არასოდეს მიგრძნია მასთან სიახლოვე; ის ჩემთვის მხოლოდ შემოქმედი იყო“.

      რას გვასწავლის ბიბლია: იეჰოვა გასაჭირში არასოდეს გვტოვებს. იმის დასანახვებლად, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე, იესომ ასეთი მაგალითი მოიყვანა: „როგორ ფიქრობთ, კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად? . . . ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათე 18:12—14).

      ამ მაგალითიდან ჩანს, რომ თითოეული ადამიანი ძვირფასია ღვთისთვის. როგორ ეძებს ღმერთი გზააბნეულს? როგორც ამ სტატიის დასაწყისში ციტირებული მუხლიდან ვიგებთ, იეჰოვა თავისკენ იზიდავს გულწრფელ ადამიანებს.

      იეჰოვას მოწმეები ქალაქის ცენტრში ბიბლიურ ცნობას უზიარებენ ერთ მამაკაცს

      ვინ ქადაგებს დღეს კარდაკარ თუ საზოგადოებრივ ადგილებში და ვინ უზიარებს ხალხს ბიბლიურ ცნობას ღვთის შესახებ?

      ვნახოთ, როგორ აკეთებს ის ამას. ახ. წ. პირველ საუკუნეში ღმერთმა იესოს მოწაფე ფილიპე ეთიოპ საჭურისთან გაგზავნა, რათა განემარტა ბიბლიური წინასწარმეტყველების მნიშვნელობა, რომელსაც ის კითხულობდა (საქმეები 8:26—39). მოგვიანებით ღვთის მითითებით პეტრე მოციქულმა რომაელ ასისთავ კორნელიუსს უქადაგა, რომელიც ლოცულობდა და ცდილობდა, ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცა თაყვანი (საქმეები 10:1—48). გარდა ამისა, ღმერთმა პავლე მოციქულსა და მის თანამსახურებსაც უხელმძღვანელა, რომ ქალაქ ფილიპეს „კარიბჭის გარეთ [გასულიყვნენ], მდინარის პირას. იქ ისინი შეხვდნენ „ღვთის თაყვანისმცემელ ქალს“, ლიდიას, რომელსაც „იეჰოვამ გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა“ მათთვის (საქმეები 16:9—15).

      ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან ჩანს, რომ ვინც ღმერთს ეძებდა, იპოვა; იეჰოვამ მისცა მათ იმის საშუალება, რომ გასცნობოდნენ მას. ვინ ქადაგებს დღეს კარდაკარ თუ საზოგადოებრივ ადგილებში და ვინ უზიარებს ხალხს ბიბლიურ ცნობას ღვთის შესახებ? ბევრი ალბათ იტყოდა: იეჰოვას მოწმეები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: იქნებ მათ იყენებს ღმერთი ჩემთან დასაახლოებლად? სთხოვეთ ღმერთს ლოცვაში, რომ თავისკენ მიგიზიდოთ და დაგიახლოვოთ.a

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება