საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ნოემბერი
    • 4. რა იარაღებს იყენებს „მონადირე“ ანუ სატანა მსხვერპლის დასაჭერად და როგორ ვაღწევთ თავს მის ხრიკებს?

      4 ფსალმუნმომღერალი დასძენს: „ის [იეჰოვა] დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან“ (ფსალმუნი 90:3).

  • იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 ნოემბერი
    • 5, 6. რა არის „მომსრავი ჭირი“ და რატომ ვერ მუსრავს ის იეჰოვას ხალხს?

      5 ფსალმუნმომღერალმა „მომსრავი ჭირი“ მოიხსენია. რაღაც უხილავს, როგორც ჩანს, ეპიდემიის მსგავსად „ჭირი“ მოაქვს კაცობრიობისა და იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერთათვის. ამის თაობაზე ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბიმ დაწერა: „მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაღვივებულმა ნაციონალიზმმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რიცხვის გაორმაგება გამოიწვია... კაცობრიობას დღესდღეობით გათიშულობისა და დაყოფისკენ აქვს გეზი აღებული“.

      6 საუკუნეების განმავლობაში, ზოგი მმართველი კიდევ უფრო აღვივებდა გათიშულობის გამომწვევ საერთაშორისო კონფლიქტებს. ისინი იმასაც კი მოითხოვდნენ, რომ ადამიანებს მათთვის ან სხვადასხვა კერპისა და სიმბოლოსთვის ეცათ თაყვანი. მაგრამ იეჰოვა არასოდეს უშვებდა, რომ მისი ერთგული ადამიანები ასეთ „ჭირს“ მოესრა (დანიელი 3:1, 2, 20—23, 91—94; 6:8—11, 17—23). ჩვენ, როგორც მოსიყვარულე საერთაშორისო საძმო, მხოლოდ იეჰოვასადმი ვართ განსაკუთრებით ერთგულნი, წმინდა წერილების პრინციპებიდან გამომდინარე ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ, და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, სრულად ვაცნობიერებთ, რომ „ყოველ ხალხში... [ღვთის] მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35; გამოსვლა 20:4—6; იოანე 13:34, 35; 17:16; 1 პეტრე 5:8, 9). თუმცა, როგორც ქრისტიანები, დევნილი ვართ და ამას „ჭირი“ მოაქვს ჩვენთვის, მაინც სიხარულით ვართ სავსე და სულიერ უსაფრთხოებას ვგრძნობთ „უზენაესის საფარქვეშ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება