-
თევზაობა გალილეის ზღვაზესაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
-
-
სახარებებში მოხსენიებული მეთევზეები
სახარებებში ვკითხულობთ, რომ სიმონ პეტრე სხვებთან ერთად ეწეოდა თევზჭერას. როცა იესომ სასწაული მოახდინა და პეტრეს ბევრი თევზი დააჭერინა, პეტრემ დასახმარებლად ნიშანი მისცა თავის „ამხანაგებს, რომლებიც სხვა ნავში იყვნენ“ (ლუკა 5:3—7). ბიბლეისტების განმარტებით, „მეთევზეებს შეეძლოთ გაერთიანებულიყვნენ და ერთად მიეღოთ თევზაობის უფლება ან მოიჯარეები გამხდარიყვნენ“. შესაძლოა სწორედ ამგვარად მოიპოვეს პეტრემ, ანდრიამ, ზებედეს ვაჟებმა და სხვებმა თევზაობის უფლება.
წმინდა წერილებში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, მათი საკუთრება იყო თუ არა ნავები და სათევზაო აღჭურვილობა, რომლებსაც ეს გალილეელი მეთევზეები იყენებდნენ. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ყოველივე მათ ეკუთვნოდათ. ბიბლიაში ერთგან წერია, რომ „იესო სიმონის ნავზე ავიდა“ (ლუკა 5:3). ამ საკითხთან დაკავშირებულ ერთ სტატიაში ნათქვამი იყო: „შესაძლებელია, რომ ნავები, სულ მცირე, გადასახადების ამკრეფთა უფროსების იყო და მათ მოიჯარეთა გაერთიანებები იყენებდნენ“.
-
-
თევზაობა გალილეის ზღვაზესაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
-
-
a პეტრე მოციქული, როგორც ჩანს, ბეთსაიდიდან კაპერნაუმში გადავიდა, სადაც თავის ძმასთან, ანდრიასთან და ზებედეს ვაჟებთან ერთად თევზჭერის საქმეს ეწეოდა. ერთი პერიოდი იესოც კაპერნაუმში იზრდებოდა (მათე 4:13—16).
-