საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • ახ. წ. 64 წელს, სანამ რომის იმპერატორი ნერონი ქრისტიანთა დევნას დაიწყებდა, მოციქულმა პეტრემ მათ თავისი პირველი წერილი მისწერა და გაამხნევა, რომ მტკიცე რწმენა შეენარჩუნებინათ.

  • მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • გქონდეთ „მტკიცე რწმენა“

      (1 პეტ. 1:1—5:14)

      პეტრე მოციქულმა თანამორწმუნეებს შეახსენა, რომ მათ ჰქონდათ ზეცაში მემკვიდრეობის მიღების „ცოცხალი იმედი“. პეტრემ აუხსნა მათ, რომ ისინი იყვნენ „რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი“. მას შემდეგ, რაც ურჩია, რომ მორჩილები ყოფილიყვნენ, მოუწოდა, რომ ‘ყველას ერთი აზრი ჰქონოდა, ყოფილიყვნენ გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი’ (1 პეტ. 1:3, 4; 2:9; 3:8).

      ვინაიდან ‘მოახლოებული იყო’ იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება, პეტრემ ძმებს ურჩია, ‘საღად ეაზროვნათ და ლოცვაში სიფხიზლე შეენარჩუნებინათ’. შემდეგ მოუწოდა: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! . . წინ აღუდექით მას [სატანას] მტკიცე რწმენით“ (1 პეტ. 4:7; 5:8, 9).

      პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

      3:20—22. რა გაგებით გვიხსნის ნათლობა? მონათვლა აუცილებელი მოთხოვნაა მათთვის, ვისაც გადარჩენა სურს. თუმცა ნათლობა, თავისთავად გადარჩენის გარანტიას არ იძლევა. ხსნა „იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით“ არის შესაძლებელი. ვისაც მონათვლის სურვილი აქვს, უნდა სწამდეს, რომ გადარჩენა იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ იესომ თავი გასწირა, მკვდრეთით აღდგა, „ღვთის მარჯვნივ დაჯდა“ და მიეცა ძალაუფლება ცოცხლებზეც და მკვდრებზეც. მონათვლა იმ შემთხვევაში გადაარჩენს ადამიანს, თუ ისეთივე რწმენა ექნება, როგორიც იმ ‘რვა სულს ჰქონდა, რომლებიც წყალს გადაურჩნენ’.

      4:6. ვინ იგულისხმებიან იმ ‘მკვდრებში, რომლებსაც სასიხარულო ცნობა ეხარათ’? ისინი, ვინც ‘მკვდრები იყვნენ თავიანთ დანაშაულსა და ცოდვებში’ ანუ სულიერად მკვდრები, ვინაიდან არ ჰქონდათ სასიხარულო ცნობა მოსმენილი (ეფეს. 2:1). მას შემდეგ, რაც მიიღეს სასიხარულო ცნობა, სულიერად გაცოცხლდნენ.

      რას ვსწავლობთ:

      1:7. ჩვენი რწმენა ძვირფასი რომ იყოს, უნდა გამოიცადოს. გამონაცადი და ძლიერი რწმენა ‘სულს ცოცხლად შეგვინარჩუნებს’ (ებრ. 10:39). არ უნდა გავექცეთ განსაცდელებს, რომლითაც ჩვენი რწმენა იცდება.

      1:10—12. ანგელოზებს სურდათ, რომ ჩაჰკვირვებოდნენ და გაეგოთ ის სულიერი სიღრმეები, რომლებიც ღვთის წინასწარმეტყველებმა სულითცხებულთა ქრისტიანული კრების შესახებ ჩაწერეს ღვთის სიტყვაში. ამ ყოველივეს მხოლოდ მას შემდეგ მოეფინა ნათელი, რაც იეჰოვამ ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა (ეფეს. 3:10). მივბაძოთ ანგელოზების მაგალითს და გამოვიკვლიოთ „ღვთის სიღრმეები“ (1 კორ. 2:10).

      2:21. მივბაძოთ იესო ქრისტეს და მზად ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გავწიროთ იეჰოვას უზენაესობის დასამტკიცებლად.

      5:6, 7. როდესაც იეჰოვას ჩვენს საწუხარს ვანდობთ, იგი გვეხმარება, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილს ვუთმობდეთ და მეტისმეტად არ ვწუხდეთ ხვალინდელ დღეზე (მათ. 6:33, 34).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება