-
მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
-
-
თავის მეორე წერილში, რომელიც პირველის მერე მალევე დაწერა, პეტრემ თანამორწმუნეებს მოუწოდა, ყურადღება მიექციათ ღვთის სიტყვისთვის და გააფრთხილა იეჰოვას დღის მოახლოების შესახებ.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
-
-
„წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, — წერდა პეტრე, — არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“. თუ ყურად ვიღებთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას, ვერც „ცრუმასწავლებლები“ და ვერც სხვები ვერ მოახდენენ ჩვენზე გავლენას (2 პეტ. 1:21; 2:1—3).
პეტრე წერდა: „ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით“. თუმცა იმასაც წერდა, რომ ‘იეჰოვას დღე ქურდივით მოვიდოდა’. თავისი მეორე წერილის ბოლოს პეტრე დამაფიქრებელ რჩევას აძლევს მათ, ვინც ‘ელის და ყოველთვის ახსოვს ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე’ (2 პეტ. 3:3, 10—12).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:19. ვინ არის „ცისკრის ვარსკვლავი“ და უკვე ამოვიდა თუ არა? „ცისკრის ვარსკვლავი“ არის იესო ქრისტე თავისი სამეფო ძალაუფლებით (გამოცხ. 22:16). იგი 1914 წელს ყველა ქმნილების წინაშე ‘ამოვიდა’, როგორც მეფე, რაც ახალი დღის დადგომის მომასწავებელი იყო. იესოს გარდასახვა მისი მომავალი დიდებისა და სამეფო ძალაუფლების წინასწარმეტყველური წინასახეობა იყო. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა ყოველთვის სრულდება. ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვამ გაანათა ჩვენს გულებში და ამგვარად გავიგეთ, რომ „ცისკრის ვარსკვლავი“ ამოვიდა.
2:4. რა არის „ტარტაროზი“ და როდის იქნენ ჩაყრილნი იქ ურჩი ანგელოზები? ტარტაროზით აღწერილია ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან მხოლოდ სულიერი ქმნილებები და არა ადამიანები. ამ მდგომარეობაში მყოფი ურჩი ანგელოზები, ასე ვთქვათ, გონებადაბნელებულები არიან და ამიტომ არ იციან ღვთის განზრახვები და არც მომავლის იმედი აქვთ. ღმერთმა ეს ანგელოზები ტარტაროზში ნოეს დროს ჩაყარა და იქ იქნებიან მანამ, სანამ მათი განადგურების დღე არ დადგება.
3:17. რას გულისხმობდა პეტრე ‘წინასწარ ცოდნაში’? პეტრე გულისხმობდა მომავალ მოვლენებს, რომლებიც მას და ბიბლიის სხვა დამწერებს ღვთის შთაგონებით გაუმჟღავნდათ. თუმცა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მომავლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. მათ ზოგადად იცოდნენ, თუ რა მოხდებოდა მომავალში.
რას ვსწავლობთ:
1:2, 5—7. როდესაც ვცდილობთ განვიმტკიცოთ რწმენა, გამოვიმუშაოთ მოთმინება და განვავითაროთ ღვთისადმი ერთგულება, ეს არა მარტო გაგვიღრმავებს „ღვთისა და იესოს . . . შესახებ საფუძვლიან ცოდნას“, არამედ აღგვძრავს კიდეც, რომ არ ვიყოთ უმოქმედოები, უნაყოფოები და ამ ცოდნის თანახმად მოვიქცეთ (2 პეტ. 1:8).
1:12—15. იმისათვის, რომ ‘მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტებაში’, აუცილებელია მუდმივი შეხსენებები, რომლებსაც ვიღებთ კრების შეხვედრებზე, პირადი შესწავლისა თუ ბიბლიის შესწავლის დროს.
2:2. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა საქციელმა არ შეურაცხყოს იეჰოვა და მისი ორგანიზაცია (რომ. 2:24).
2:4—9. იქიდან გამომდინარე, რაც იეჰოვას აქამდე გაუკეთებია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მან იცის, „როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“.
2:10—13. მართალია, „დიდებით მოსილნი“ ანუ ქრისტიანი უხუცესებიც არასრულყოფილები არიან და დროდადრო შეიძლება შეცდომებიც დაუშვან, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ცუდად არ უნდა ვილაპარაკოთ (ებრ. 13:7, 17).
3:2—4, 12. თუ ყურადღებით მოვეკიდებით „წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამ სიტყვებს და უფლისა და მხსნელის მცნებას“, ყოველთვის გვეხსომება, რომ იეჰოვას დღე ახლოს არის.
3:11—14. ჩვენ, ‘ვინც ველით და ყოველთვის გვახსოვს ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე’, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1) ‘წმინდა იყოს ჩვენი საქციელი’, ვიყოთ სუფთები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ზნეობრივად; 2) ვაკეთოთ „ღვთისადმი ერთგულების“ დამადასტურებელი საქმეები, როგორიცაა, მაგალითად, სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება; 3) ამ ქვეყნიერებაში შევინარჩუნოთ უმწიკვლობა; 4) ვიყოთ უმანკონი ანუ ყველაფერი წრფელი გულით ვაკეთოთ; 5) ვიყოთ „მშვიდობის მქონენი“ როგორც ღმერთთან, ისე თანაქრისტიანებთან, და ზოგადად მოყვასთან.
-