საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიჰბაძეთ იეჰოვას სამართლიანობასა და გულმოწყალებაში
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
    • 6. ჰბაძავდნენ ფარისევლები იეჰოვას გულმოწყალებაში?

      6 ამის საპირისპიროდ, ფარისევლებს არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, რომ სხვების მიმართ გულმოწყალება გამოევლინათ. მაგალითად, იუდაური ტრადიციის თანახმად, ფარისევლები ერთსა და იმავე დანაშაულს მხოლოდ სამჯერ პატიობდნენ. იესომ შემცოდველების მიმართ მათი დამოკიდებულების საჩვენებლად ერთი ფარისევლის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი“. ამ დროს კი გადასახადების ამკრეფი ღმერთს ლოცვაში პატიებას სთხოვდა. რატომ არ ავლენდნენ ფარისევლები გულმოწყალებას? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისინი „სხვებს არაფრად აგდებდნენ“ (ლუკ. 18:9—14).

  • მიჰბაძეთ იეჰოვას სამართლიანობასა და გულმოწყალებაში
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
    • 15. როგორ განსხვავდებოდა ადამიანების მიმართ ფარისევლების დამოკიდებულება იესოს დამოკიდებულებისგან?

      15 ნაცვლად იმისა, რომ შემცოდველის გულის მდგომარეობაზე ეფიქრათ, ფარისევლები მხოლოდ ჩადენილ დანაშაულზე იყვნენ კონცენტრირებულები. როცა მათ გაიგეს, რომ იესო მათეს სახლში იყო სტუმრად, მის მოწაფეებს ჰკითხეს: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“. იესომ გაიგონა ეს და მიუგო მათ: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად» (მათ. 9:9—13). გამართლებას ხომ არ უძებნიდა იესო ცოდვილთა საქციელს? სულაც არა! იესოს ქადაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ის იყო, რომ ცოდვილები მონანიებისკენ აღეძრა (მათ. 4:17). იესოს წვდომის უნარი დაეხმარა იმის დანახვაში, რომ გადასახადების ამკრეფთაგან და ცოდვილთაგან ზოგიერთს შეცვლა სურდა. ისინი მათეს სახლში მხოლოდ საჭმელად კი არ მივიდნენ, არამედ იმიტომ, რომ იესოს მიმდევრები იყვნენ (მარ. 2:15). სამწუხაროდ, ფარისევლების უმეტესობა ვერ ხედავდა ამ ადამიანებში იმას, რასაც იესო ამჩნევდა. ისინი სამართლიანი და გულმოწყალე ღმერთისგან განსხვავებით, რომლის მსახურებადაც მოჰქონდათ თავი, ადვილად აკრავდნენ ადამიანებს ცოდვილის იარლიყს და ფიქრობდნენ, რომ მათი გამოსწორება შეუძლებელი იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება