საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
    • სიწმინდის შენარჩუნება გახრწნილ გარემოში

      პატარა სამუელი აშკარა ბოროტებისა და გახრწნილების მოწმე გახდა. ელის ორი ვაჟი ჰყავდა, ხოფნი და ფინხასი. მათ შესახებ სამუელი წერდა: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1  სამუელი 2:12). ამ მუხლში მოხსენიებული ორი აზრი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხოფნი და ფინხასი უვარგისები იყვნენ, რადგან პატივს არ სცემდნენ იეჰოვას. ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის სამართლიან კანონებსა და მოთხოვნებს. ეს იყო მათი ყველა ცოდვის თავიდათავი.

      ღვთის კანონში კონკრეტულად ეწერა, რა შედიოდა მღვდლის მოვალეობაში და როგორ უნდა შეეწირა მას მსხვერპლი კარავში. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო, რომ ღმერთს ხალხისთვის ცოდვები ეპატიებინა. ეს მათ საშუალებას აძლევდა, ღვთის თვალში სუფთები ყოფილიყვნენ და მისგან კურთხევები და ხელმძღვანელობა მიეღოთ. მაგრამ ხოფნიმ და ფინხასმა შესაწირავებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება სხვა მღვდლებსაც გადასდეს.c

      წარმოიდგინეთ, როგორ გააოცებდა პატარა სამუელს ამ უსამართლობის დანახვა, რომლის გამოსწორებაზეც არავინ ფიქრობდა. რამდენ გაჭირვებულ, ღარიბ და დაჩაგრულ ადამიანს ხედავდა ის, რომლებიც წმინდა კარავში სულიერი მხნეობისა და ნუგეშისთვის მიდიოდნენ, მაგრამ უკან გაწბილებულები, გულნატკენები და დამცირებულები ბრუნდებოდნენ. სამუელი იმასაც ხედავდა, როგორ არღვევდნენ ხოფნი და ფინხასი ღვთის ზნეობრივ ნორმებს და კარავში მომსახურე ქალებთან მრუშობდნენ (1 სამუელი 2:22). შესაძლოა სამუელი ელის შეჰყურებდა იმ იმედით, რომ ის ამ უკანონობაზე თვალს არ დახუჭავდა.

      ამ სიტუაციის მოგვარება ყველაზე უკეთ ელის შეეძლო. მას, როგორც მღვდელმთავარს, უნდა გაეკონტროლებინა, რა ხდებოდა კარავში. ამასთანავე, მას, როგორც მამას, შვილების მხილებაც ევალებოდა, რადგან მისი ვაჟები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ვნებდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ელი ვერც კარგი მღვდელმთავარი გამოდგა და ვერც კარგი მამა. ის მხოლოდ რბილად და მშვიდად საყვედურობდა მათ (1 სამუელი 2:23—25). სინამდვილეში მას მკაცრი ზომები უნდა მიეღო, რადგან მისი შვილები სასიკვდილო ცოდვებს სჩადიოდნენ.

      მდგომარეობა იმ დონემდე მივიდა, რომ იეჰოვამ „ღვთის კაცი“, ანუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, გაგზავნა ელისთან მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. აი, რა განუცხადა მას იეჰოვამ: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. ღვთის განაჩენით ელის უვარგისი ვაჟები ერთ დღეს დაიღუპებოდნენ, ელის ოჯახი კი მღვდლობის უპირატესობას დაკარგავდა. დააფიქრა ისინი ამ სიტყვებმა? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამ სიტყვებს მათზე არ უმოქმედია (1 სამუელი 2:27—3:1).

  • ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ოქტომბერი
    • c ბიბლიაში ამის ორი მაგალითია მოყვანილი. კანონში ეწერა, შეწირული ცხოველის რომელი ნაწილი ეკუთვნოდა მღვდელს (კანონი 18:3). მაგრამ კარავში ორგული მღვდლების გამო ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მათი დამხმარეები გრძელ ჩანგალს ყოფდნენ ქვაბში, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, და საუკეთესო ნაჭრები ამოჰქონდათ. გარდა ამისა, მღვდლის დამხმარეები შემწირველს მანამ ართმევდნენ უმ ხორცს, ვიდრე სამსხვერპლოზე ქონს ააბოლებდნენ იეჰოვასთვის (ლევიანები 3:3—5; 1 სამუელი 2:13—17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება