-
ქადაგების საშუალებები — ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვისღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
4, 5. როგორ იყენებდნენ ქადაგებისას პატეფონებს, მაგრამ რატომ არ იყო ეს ქადაგების საუკეთესო მეთოდი?
4 მოხსენებების აუდიოჩანაწერები. მე-20 საუკუნის 30—40-იან წლებში მაუწყებლები ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ხალხს პატეფონებით ასმენინებდნენ. თითოეული აუდიოჩანაწერის ხანგრძლივობა ხუთ წუთზე ნაკლები იყო. ზოგ მოხსენებას მოკლე სათაური ჰქონდა, მაგალითად: „სამება“, „განსაწმენდელი“, „სამეფო“. როგორ იყენებდნენ მაუწყებლები ამ აუდიოჩანაწერებს? ძმა კლეიტონ ვუდვორთი, რომელიც 1930 წელს შეერთებულ შტატებში მოინათლა, იხსენებდა: „თან დამქონდა პატარა ჩემოდნის ტიპის პატეფონი თავისი მოსამართი ტარითა და ტონარმით (მოძრავი მუხლი). ტონარმს ფირფიტის კიდეზე ფრთხილად ვდებდი, რომ მობინადრეებს ჩანაწერი შეუფერხებლად მოესმინათ. კართან მისული ვხსნიდი პატეფონს, ტონარმს ფირფიტას ვადებდი და შემდეგ ზარს ვრეკავდი. როცა მობინადრე გამოვიდოდა, ვეუბნებოდი, მინდა მნიშვნელოვანი ცნობა მოგასმენინოთ-მეთქი“. როგორი იყო მობინადრეთა გამოხმაურება? ძმა ვუდვორთი განაგრძობს: „ხშირად ჩემს შეთავაზებას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, თუმცა იყო შემთხვევები, როცა კარს ცხვირწინ მიხურავდნენ. ზოგს პატეფონების გამყიდველი ვეგონე“.
ოთხმოცდაათზე მეტი მოხსენების აუდიოჩანაწერი და მილიონზე მეტი ფირფიტა იყო დამზადებული 1940 წლისთვის
5 ოთხმოცდაათზე მეტი მოხსენების აუდიოჩანაწერი და მილიონზე მეტი ფირფიტა იყო დამზადებული 1940 წლისთვის. ჯონ ბარმა, რომელიც იმ დროს ბრიტანეთში პიონერად, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, აღნიშნა: „1936—1945 წლებში პატეფონი ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო. პატეფონის გარეშე მსახურება ვერ წარმომედგინა. კართან დგომისას ძმა რუტერფორდის ხმა ძალიან მამხნევებდა; ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გვერდით მედგა. თუმცა პატეფონებით ქადაგება არ იყო სწავლების საუკეთესო მეთოდი, რადგან ჭეშმარიტება მობინადრეების სულის სიღრმეს ვერ სწვდებოდა“.
-