საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუთუ ქიმიური ელემენტები შემთხვევით გაჩნდა?
    გამოიღვიძეთ! — 2001 | აპრილი 8
    • ატომის ნაწილაკების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ძალებზე რაღას ვიტყვით? „სამყაროში ყველაფერი — უმცირესი ნაწილაკიდან უდიდეს გალაქტიკამდე — ემორჩილება წესებს, რომლებიც ფიზიკის კანონებში გამოიხატება“, — ნათქვამია ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში („The Encyclopedia of Stars & Atoms“). წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ამ წესებიდან რომელიმე რომ შეცვლილიყო. დავუშვათ, შეიცვალა ძალა, რომელიც ელექტრონს ატომის ბირთვის გარშემო აკავებს — რას გამოიწვევდა ეს?

      ზუსტად დარეგულირებული ფიზიკური ძალები

      ყურადღება მიაქციეთ, რა მოხდებოდა, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება რომ შესუსტებულიყო. „ელექტრონები ატომებში ვეღარ გაჩერდებოდნენ“, — შენიშნავს დ-რი დეივიდ ბლოკი თავის წიგნში („Star Watch“). რას ნიშნავს ეს? „სამყაროში აღარ მოხდებოდა ქიმიური რეაქციები!“ — დასძენს ის. რა მადლიერნი ვართ იმ დადგენილი კანონებისთვის, რომლებიც შესაძლებელს ხდის ქიმიურ რეაქციებს! მაგალითად, წყალბადის ორი ატომი ჟანგბადის ატომთან შეერთებით ჩვენთვის ძვირფას წყლის მოლეკულას წარმოქმნის.

      ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება თითქმის 100-ჯერ სუსტია ძლიერ ურთიერთქმედებაზე, რომელიც ატომების ბირთვებს ურთიერთშეკავებაში უწყობს ხელს. რა მოხდებოდა, ეს პროპორცია რომ შეცვლილიყო? მეცნიერები ჯონ ბაროუ და ფრენკ ტიპლერი ამბობენ: „ბირთვულ და ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებათა ფარდობითი სიძლიერე ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო, ნახშირბადის ატომები ვერ იარსებებდნენ“. ნახშირბადის გარეშე ვერ იარსებებდა სიცოცხლე. ცოცხალი ორგანიზმების მასის 20%-ს ნახშირბადის ატომები შეადგენს.

      აგრეთვე მნიშვნელოვანია ელექტრომაგნიტურ და გრავიტაციულ ურთიერთქმედებათა სიძლიერის ურთიერთშეფარდება. ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ ნათქვამია: „ძალიან უმნიშვნელო ცვლილებაც კი გრავიტაციულ და ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებათა ფარდობით სიძლიერეში მზისმაგვარ ვარსკვლავებს გადააქცევდა ცისფერ გიგანტებად [სიცოცხლისთვის მეტად არასასურველ ცხელ ვარსკვლავებად] ან წითელ ჯუჯებად [სიცოცხლის შესანარჩუნებლად არასაკმარისად ცხელ ვარსკვლავებად]“.

      კიდევ სხვა ძალა, რომელსაც სუსტი ურთიერთქმედება ეწოდება, აკონტროლებს მზეში მიმდინარე ბირთვული რეაქციების სიჩქარეს. ფიზიკოსი ფრიმენ დაისონი ამბობს: „ის ზუსტად იმდენად სუსტია, რომ წყალბადი მზეში ნელი და მუდმივი ტემპით იწვის“. სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება იმის დასანახავად, რომ ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია სამყაროში არსებულ კანონებსა და კარგად გაწონასწორებულ პირობებზე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორმა, პროფესორმა პოლ დეივისმა სამყაროს კანონები და პირობები აპარატურის ბერკეტებს შეადარა და თქვა: „ჩანს, რომ თითოეული ბერკეტი უდიდესი სიზუსტით უნდა იყოს მომართული, რათა სამყაროში შესაძლებელი იყოს სიცოცხლე“.

      სანამ სერ ისააკ ნიუტონი მიზიდულობის კანონს აღმოაჩენდა, დიდი ხნით ადრე, ბიბლია უკვე მოიხსენიებდა დადგენილ წესებსა და კანონებს. ერთ კაცს, სახელად იობს, ჰკითხეს: „შენ გამოაცხადე წესები, რომლებიც ცას მართავს, ან შენ დაადგინე ბუნების კანონები დედამიწაზე?“ (იობი 38:33, „ახალი ინგლისური ბიბლია“). მოწიწების მომგვრელი სხვა კითხვები ასეთი იყო: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი?“, „ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი?“ (იობი 38:4, 5).

  • ნუთუ ქიმიური ელემენტები შემთხვევით გაჩნდა?
    გამოიღვიძეთ! — 2001 | აპრილი 8
    • [დიაგრამა⁄სურათი 7 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      რას მივაწეროთ ამ ოთხი ფიზიკური ძალის ზუსტი დარეგულირება?

      ელექტრომაგნეტიზმი

      ძლიერი ურთიერთქმედება

      გრავიტაცია

      სუსტი ურთიერთქმედება

      წყლის მოლეკულა

      ატომის ბირთვი

      ცისფერი გიგანტი

      წითელი ჯუჯა

      მზე

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება