საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხედავთ, როგორ გვიწევს ღმერთი ხელმძღვანელობას?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
    • ხედავთ, როგორ გვიწევს ღმერთი ხელმძღვანელობას?

      არც ისრაელებსა და არც ეგვიპტელებს ადრე მსგავსი რამ არასდროს ენახათ. ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსულ ისრაელებს დღისით ღრუბლის სვეტი მიუძღოდათ, რომელიც ღამით ცეცხლის სვეტად იქცეოდა. ეს მართლაც შიშის მომგვრელი სანახაობა იყო! საიდან წარმოიქმნა ღრუბლისა და ცეცხლის სვეტი, და რა მიზნით? რა დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელებს „ცეცხლისა და ღრუბლის სვეტის“ მიმართ, და რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენ ამ მოვლენიდან 3 500 წლის გასვლის შემდეგ? (გამ. 14:24).

      ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, საიდან წარმოიქმნა ღრუბლისა და ცეცხლის სვეტი, და რა მიზნით: „დღისით გზაზე ღრუბლის სვეტში მიუძღოდა მათ იეჰოვა, ღამით კი — ცეცხლის სვეტში, რომ გაენათებინა მათთვის სავალი დღისითაც და ღამითაც“ (გამ. 13:21, 22). იეჰოვა ღმერთი ცეცხლისა და ღრუბლის სვეტით მიუძღოდა თავის ხალხს უდაბნოში, როცა ისინი ეგვიპტის ტყვეობიდან გამოიყვანა. ისრაელები არ უნდა ჩამორჩენოდნენ სვეტს. როცა ეგვიპტელთა ჯარმა დააპირა, თავს დასხმოდა ღვთის ხალხს, სვეტი ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის და დაიცვა ისრაელები (გამ. 14:19, 20). თუმცა სვეტს ისინი უმოკლესი გზით არ წაუყვანია, მაგრამ მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი აღთქმულ მიწამდე მისვლა.

      ღვთის ხალხს რომ სვეტი მიუძღოდა, იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვა იყო ისრაელთან. იეჰოვა ზოგჯერ ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა თავის ხალხს (რიცხ. 14:14; ფსალმ. 99:7). მოგვიანებით, ღრუბლის სვეტი იმაზე მოწმობდა, რომ იეჰოვამ მოსე აირჩია ისრაელის წინამძღოლად (გამ. 33:9). მსგავსად ამისა, ღრუბლის სვეტის გამოჩენით დადასტურდა, რომ მოსეს შემდეგ იეჰოვამ იესო ნავეს ძე დანიშნა ერის წინამძღოლად (კან. 31:14, 15). ისრაელების ეგვიპტიდან მშვიდობით გამოსვლა დამოკიდებული იყო იმაზე, დაინახავდნენ თუ არა, როგორ ხელმძღვანელობდა მათ ღმერთი და მიჰყვებოდნენ თუ არა მის ხელმძღვანელობას.

      მათ სულიერი ხედვა დაკარგეს

      ისრაელებს, ალბათ, მოწიწებისა და შიშის გრძნობა დაეუფლებოდათ, როცა პირველად დაინახავდნენ სვეტს. სამწუხაროდ, ეს სასწაული, რომელსაც ისინი გამუდმებით ხედავდნენ, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ იეჰოვას ბოლომდე მინდობოდნენ. ისრაელები რამდენჯერმე არ მიჰყვნენ ღვთის ხელმძღვანელობას. ისინი არ მიენდნენ იეჰოვას მხსნელ ძალას, როცა ეგვიპტელთა ჯარი დაედევნათ. ნაცვლად ამისა, ღვთის მსახური მოსე დაადანაშაულეს იმაში, რომ მან დასახოცად წამოიყვანა ისინი უდაბნოში (გამ. 14:10—12). მას შემდეგ, რაც წითელი ზღვა გადაკვეთეს, ისრაელებმა დრტვინვა დაიწყეს მოსეს, აარონისა და იეჰოვას წინააღმდეგ იმის გამო, რომ, როგორც ისინი აცხადებდნენ, არც საჭმელი ჰქონდათ და არც წყალი (გამ. 15:22—24; 16:1—3; 17:1—3, 7). რამდენიმე კვირაში მათი დაჟინებული თხოვნის შემდეგ აარონი იძულებული გახდა, რომ მათთვის ოქროს ხბო ჩამოესხა. წარმოიდგინეთ, ბანაკის ერთ მხარეს ისრაელები ცეცხლისა და ღრუბლის სვეტს ხედავდნენ, რომელიც იმ დიდებული პიროვნების ხელმძღვანელობაზე მოწმობდა, ვინც ეგვიპტიდან გამოიყვანა, მაშინ როცა იქვე ახლოს უსიცოცხლო გამოსახულებას ეთაყვანებოდნენ. ისინი ამბობდნენ: „ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანა“. ისრაელები მართლაც „დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ“! (გამ. 32:4; ნეემ. 9:18).

      ისრაელები ეურჩებოდნენ იეჰოვას, რაც იმით გამოვლინდა, რომ ისინი უგულებელყოფდნენ მის ხელმძღვანელობას. მათ ფიზიკური მხედველობა კი არ დაკარგეს, არამედ — სულიერი ხედვა. ისინი ხედავდნენ სვეტს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ეს სვეტი იეჰოვას ხელმძღვანელობაზე მოწმობდა. მართალია, თავიანთი საქციელით „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“, მაგრამ იეჰოვა გულმოწყალებას ავლენდა მათ მიმართ და მოთმინებით მიუძღოდა სვეტის მეშვეობით აღთქმული მიწისკენ (ფსალმ. 78:40—42, 52—54; ნეემ. 9:19).

  • ხედავთ, როგორ გვიწევს ღმერთი ხელმძღვანელობას?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აპრილი
    • მიჰყევით ღვთის ხელმძღვანელობას

      როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ღვთის ხელმძღვანელობას მივყვებით? პავლე მოციქულმა თქვა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ“ (ებრ. 13:17). მორჩილება შეიძლება ყოველთვის არ იყოს ადვილი. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ხარ ებრაელი და ცხოვრობ მოსეს დროს. საკმაო მანძილის გავლის შემდეგ ხედავ, რომ სვეტი ჩერდება. რამდენი ხანი იქნება გაჩერებული სვეტი — ერთი დღე, ერთი კვირა თუ რამდენიმე თვე? შენ ფიქრობ: ღირს კი ბარგის ამოლაგება? პირველად შეიძლება მხოლოდ აუცილებელი ნივთები ამოიღო. რამდენიმე დღეში კი საჭირო ნივთების ძებნისგან გადაღლილი, ალბათ, ყველაფრის ამოლაგებას დაიწყებ. მაგრამ, ეს-ესაა ყველაფერი ამოალაგე და ხედავ, რომ სვეტმა მაღლა აიწია, ამიტომ იძულებული ხარ, ნივთები უკან ჩაალაგო. ისრაელები ადგილიდან მაშინვე უნდა დაძრულიყვნენ, თუმცა ეს ადვილი არ იქნებოდა (რიცხ. 9:17—22).

      ჩვენ როგორ ვიქცევით, როცა ღვთის მითითებებს ვიღებთ? ვცდილობთ, მაშინვე მივყვეთ ღვთის ხელმძღვანელობას თუ განვაგრძობთ ნებისმიერი საქმის ძველებურად კეთებას?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება