განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განსაკუთრებით ეცადეთ, განმეორებით მოინახულოთ ის ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სპეციალურ საჯარო მოხსენებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან. მათი მონახულებისას მიზნად გქონდეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. ივნისში: წიგნები „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ყველანაირად ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. ივლისსა და აგვისტოში: ბროშურები: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“, „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“. თუ აღნიშნული პუბლიკაციები არა გაქვთ, შეგიძლიათ გაავრცელოთ კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა. სექტემბერში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ყველანაირად ეცადეთ, რომ პირველივე მონახულებისას დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. თუ მობინადრე იტყვის, რომ უკვე აქვს ეს წიგნი, მოკლედ აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა, და დაანახვე, რა სარგებლობა მოაქვს მას.
◼ 2008 წლის საოლქო კონგრესის სამკერდე ნიშნები კრებებს ავტომატურად გაეგზავნება. ასე რომ, საჭირო არ არის მათი შეკვეთა. სამკერდე ნიშნის პლასტმასის ბუდეები კრებაში ყველა მსურველისთვის უნდა შეუკვეთოთ.
◼ კრების მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ კრებაში საკმარისი რაოდენობის ბლანკი იყოს პიონერული (S-205) და დამხმარე პიონერული (S-205b) მსახურებისთვის. მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის შეკვეთის ბლანკით“ (S-14). იქონიეთ ერთი წლის მარაგი მაინც. ოფისში გაგზავნამდე პიონერული მსახურების ბლანკი უნდა შემოწმდეს, რომ ის სრულად იყოს შევსებული.
◼ ოფისს აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართების და ტელეფონის ნომრების შესახებ, აგრეთვე იმ ძმის, ვინც დამოუკიდებელ ჯგუფზეა პასუხისმგებელი. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა მაშინვე, რაც შეიძლება მალე, უნდა შეავსოს და გაუგზავნოს ოფისს ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ეს ეხება სატელეფონო კოდის ცვლილებასაც.
◼ თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ კრების შეხვედრებზე ან რომელიმე კონგრესზე დასწრებას, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას ზედამხედველობს. ფილიალების მისამართების ნახვა შეიძლება მიმდინარე წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.
◼ გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ 2007 წლის ნოემბერში დაფიქსირდა პიონერების უმაღლესი რიცხვი — 296. ეს 26-ით აღემატება 2007 წლის ოქტომბერში მიღწეულ პიონერების უმაღლეს რიცხვს.
◼ რუსთავში აშენდა სამეფო დარბაზი. 2007 წლის 29 სექტემბერს მიძღვნის პროგრამას დაესწრო 230 ადამიანი.