საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
    • 17. რატომ იყო ის, რაც იეჰოვამ გააკეთა, „არაბუნებრივი“?

      17 იეჰოვამ ისეთი რამ გააკეთა, რაც მრავლისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. პავლე მომხდარს „არაბუნებრივს“ უწოდებს (რომ. 11:24). რატომ? შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ, და არაბუნებრივადაც კი, მოსჩვენებოდა კულტურულ ხეზე ველური ხის ტოტის დამყნობა, მაგრამ პირველ საუკუნეში ზოგი მებაღე ამას აკეთებდა.b იეჰოვამ მსგავსი უჩვეულო რამ გააკეთა. იუდეველთა აზრით, არაებრაელები ვერ გამოიღებდნენ სათანადო ნაყოფს. მაგრამ იეჰოვამ სწორედ ისინი გახადა „ერის“ ნაწილი, რომელიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებდა (მათ. 21:43). ახ. წ. 36 წელს კორნელიუსის, პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელის, სულით ცხებით წინადაუცვეთელ არაებრაელებს მიეცათ შესაძლებლობა, სიმბოლურ ზეთისხილის ხეს დამყნობოდნენ (საქ. 10:44—48).c

      18. რა შესაძლებლობა ჰქონდათ ებრაელებს ახ. წ. 36 წლის შემდეგ?

      18 ნიშნავს ეს იმას, რომ ახ. წ. 36 წლის შემდეგ ებრაელებს აღარ ექნებოდათ არავითარი შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ აბრაამის შთამომავლის ნაწილი? არა, რადგან პავლე გვიხსნის: „ისინიც [ებრაელები], თუ თავიანთ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს შეუძლია მათი ხელახლა დამყნობა. მაგრამ, თუ შენ ბუნებით ველური ზეთისხილიდან მოჭრილი იქენი და არაბუნებრივად დაემყნე ბაღის ზეთისხილს, რამდენად უკეთესად დაემყნობიან ბუნებრივი ტოტები თავიანთ ზეთისხილის ხეს!“d (რომ. 11:23, 24).

  • ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
    • d რომაელების 11:24-ში ჩაწერილი ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ითარგმნა, როგორც „ბაღი“, ნაწარმოებია სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „კარგს, შესანიშნავს“ ან იმას, „რაც თავის დანიშნულებას კარგად ასრულებს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება