საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვინ აყალიბებს თქვენს აზროვნებას?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 აპრილი
    • ამიტომ პავლე თანაქრისტიანებს ევედრებოდა: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს“ (რომაელთა 12:2). ბიბლიის ერთ თარგმანში პავლეს ეს სიტყვები შემდეგნაირად ჟღერს: „ნუ მისცემთ წუთისოფელს იმის საშუალებას, რომ თავის ყალიბში მოგაქციოთ“ (რომაელთა 12:2, „ფილიპსის თარგმანი“). სატანა ყველაფერს იღონებს თავის ყალიბში ჩვენს მოსაქცევად, ისევე როგორც ძველ დროს მექოთნე თიხისთვის გარკვეული ფორმის მისაცემად შესაბამის ყალიბში დებდა მას. ამისთვის სატანა წუთისოფლის პოლიტიკას, კომერციას, რელიგიასა და გართობას იყენებს.

  • ვინ აყალიბებს თქვენს აზროვნებას?
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 აპრილი
    • არჩევანი თქვენზეა. შეგიძლიათ ‘დაემსგავსოთ ამ წუთისოფელს’, თუ გონებას მისი ფილოსოფიებითა და ფასეულობებით გამოკვებავთ (რომაელთა 12:2). მაგრამ წუთისოფელს თქვენი კეთილდღეობა სულაც არ აინტერესებს. სწორად ამიტომ მოციქული პავლე გვარიგებს: ‘გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით და ადამიანური გადმოცემით’ (კოლასელთა 2:8). სატანის ყალიბში ამგვარად მოქცევას, ანუ ასეთნაირად „გატაცებას“, ძალისხმევა არ სჭირდება. ის სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქვის მსგავსია. ზიანი შეიძლება, მხოლოდ ამ დაბინძურებული ჰაერით სუნთქვამაც კი მოგაყენოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება