საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოსე და აარონი ფარაონის წინაშე
    ბიბლიური მოთხრობები
    • დადგა დრო, როცა იეჰოვას ჭკუა უნდა ესწავლებინა ფარაონისთვის. იცი, როგორ გააკეთა ეს? მან ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა.

      ზოგიერთი სასჯელის შემდეგ ფარაონი მოსეს უთვლიდა: ‘შეწყვიტე სასჯელი და გავუშვებ ისრაელს’. მაგრამ რამდენჯერაც შეწყდა სასჯელი, ფარაონმა იმდენჯერ გადაიფიქრა ისრაელის გაშვება. ბოლოს, მეათე სასჯელის შემდეგ, ფარაონმა როგორც იქნა გაუშვა ისრაელი.

      იცი, რა სასჯელები იყო ეს? გადაშალე ფურცელი და წაიკითხე.

  • ათი სასჯელი
    ბიბლიური მოთხრობები
    • პირველი სასჯელი, მდინარე ნილოსი სისხლად იქცა

      მოთხრობა 32

      ათი სასჯელი

      დააკვირდი სურათებს. მათზე ნაჩვენებია ის სასჯელები, რომლებიც იეჰოვამ დაატეხა ეგვიპტეს. პირველ სურათზე ხედავ, რომ აარონმა მდინარე ნილოსს ჯოხი დაჰკრა და წყალი სისხლად იქცა. თევზები დაიხოცნენ და მდინარე აყროლდა.

      ფარაონი ცდილობს ხელით მოაშოროს ბაყაყები თავისი ლოგინიდან, მეორე სასჯელი

      ამის შემდეგ იეჰოვამ ბაყაყები ამოიყვანა ნილოსიდან. ღუმლებში, ჭურჭელში და საწოლებში, ერთი სიტყვით ყველგან, ბაყაყები იყვნენ. როცა ბაყაყები დაიხოცნენ, ეგვიპტელებმა გროვებად დაყარეს და მთელი ქვეყანა აყროლდა.

      შემდეგ აარონმა მიწას დაარტყა ჯოხი და მტვერი მწერებად იქცა. ისინი ადამიანებს კბენდნენ. მწერების შემოსევა ეგვიპტისთვის მესამე სასჯელი იყო.

      ქალს მწერები კბენენ, მესამე სასჯელი

      დანარჩენი სასჯელები იეჰოვამ მხოლოდ ეგვიპტელებს დაატეხა თავს. მეოთხე სასჯელის დროს ეგვიპტელთა სახლებს ბუზანკალი შეესია, ხოლო მეხუთე სასჯელის დროს მათი საქონლის დიდი ნაწილი ჭირმა გაწყვიტა.

      შემდეგ მოსემ და აარონმა ჭვარტლი ააფრქვიეს ცისკენ. ხალხსაც და ცხოველებსაც მუწუკები გაუჩნდა. ეს მეექვსე სასჯელი იყო.

      ამის შემდეგ მოსემ ხელი გაიწოდა ზეცისკენ და იეჰოვამ ჭექა-ქუხილი და სეტყვა მოუვლინა ეგვიპტეს. ეგვიპტელებს ასეთი სეტყვა არ ახსოვდათ.

      ეგვიპტელები ბუზანკალს გაურბიან, მეოთხე სასჯელი
      ეგვიპტელთა ცხოველები იხოცებიან, მეხუთე სასჯელი

      მერვე სასჯელი კალიების შემოსევა იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ ეგვიპტელებს არ უნახავთ ამდენი კალია. რაც სეტყვას გადაურჩა, კალიებმა შეჭამეს.

      მეცხრე სასჯელი სიბნელე იყო. სამი დღის მანძილზე მთელი ქვეყანა უკუნმა სიბნელემ მოიცვა, ისრაელების საცხოვრებელში კი სინათლე იყო.

      ბოლოს ღმერთმა უთხრა ისრაელებს, რომ კარის წირთხლებზე თხის ან ბატკნის სისხლი წაეცხოთ. მთელ ეგვიპტეში ღვთის ანგელოზმა ჩამოიარა. როცა ანგელოზი წირთხლებზე წასმულ სისხლს ხედავდა, იმ სახლში არავის კლავდა. მაგრამ იქ, სადაც წირთხლებზე სისხლი არ ესვა, ღვთის ანგელოზმა ადამიანთა და ცხოველთა პირმშოები დახოცა. ეს მეათე სასჯელი იყო.

      ამ სასჯელის შემდეგ ფარაონმა უთხრა ისრაელებს, რომ წასულიყვნენ. ღვთის ხალხი წასასვლელად მზად იყო, ამიტომ იმავე ღამეს დაიწყეს ეგვიპტიდან გასვლა.

      გამოსვლა, თავები 7—12.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება