-
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერიგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
მწერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა დამტვერვაში, განსაკუთრებით კი ზომიერ სარტყელში. ყოველდღიურად მწერები უამრავ მცენარეს სტუმრობენ — იკვებებიან ნექტრით და მონაწილეობენ დამტვერვაშიc. პროფესორი მეი ბერენბაუმი წერს: „როგორც ჩანს, მწერებს დამტვერვით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობაში, რასაც ადამიანები ნაკლებად აფასებენ“.
-
-
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერიგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
მეთაფლია ფუტკარი მსოფლიოში უბადლო დამმტვერავია. მას, ჩვეულებრივ, ყურადღება მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეზე აქვს შეჩერებული, რომელიც უხვად იზრდება მისი სკის მახლობლად. ენტომოლოგისტმა ქრისტოფერ ოტულმა გამოთვალა, რომ „მსოფლიოში საკვების 30 პროცენტის არსებობა პირდაპირ თუ არაპირდარ ფუტკრების შრომაზეა დამოკიდებული“. ფუტკრები მტვერავენ ნუშს, ვაშლს, ქლიავს, ბალს, კივსა და ასე შემდეგ. ფერმერები მეფუტკრეებს თითოეული სკის მომსახურებაზე ფულს უხდიან.
-