-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი IIსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
-
-
რას ამბობენ სპეციალისტები? რონალდ საკი, რომელიც ლურსმულ წარწერებს იკვლევს, აცხადებს, რომ მატიანეებში მნიშვნელოვანი მოვლენები არასრულად არის აღწერილი.b მან დაწერა, რომ ისტორიკოსებმა „სხვა წყაროებიც უნდა გამოიკვლიონ, რათა გაარკვიონ, სინამდვილეში რა მოხდა“.
რას ამტკიცებს დოკუმენტები? ბაბილონურ მატიანეებში აღწერილი მოვლენები არასრულია3 (იხილეთ ქვემოთ მოცემული ჩარჩო). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: რამდენად სანდოა ამ არასრული ჩანაწერების საფუძველზე გაკეთებული გამოთვლები?
-
-
როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი? — ნაწილი IIსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 ნოემბერი
-
-
რას ამბობენ სპეციალისტები? რონალდ საკმა გამოიკვლია ახალბაბილონური პერიოდის არაერთი სავაჭრო ხასიათის წარწერის შემცველი ფირფიტა. 1972 წელს საკმა დაწერა, რომ ბრიტანეთის მუზეუმში არსებული ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომლებზეც მას ხელი მიუწვდებოდა, „სრულიად აქარწყლებდა“ მანამდე გაკეთებულ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეცვალა ნაბუქოდონოსორ II ამელ-მარდუქმა. მანამდე საკმა იცოდა, რომ ფირფიტებზე მოცემული ცნობების საფუძველზე ნაბუქოდონოსორ II თავის მეფობის ბოლო წლის (43-ე წელი) მე-6 თვეს ჯერ კიდევ მეფობდა.6 მაგრამ ეს ახალშესწავლილი ფირფიტები აჩვენებდა, რომ მომდევნო მეფემ, ამელ-მარდუქმა მეფობა დაიწყო იმავე წლის მეოთხე და მეხუთე თვეებში,7 რაც აშკარად არ ეთანხმებოდა ძველ წყაროებს.
რას ამტკიცებს დოკუმენტები? შეიმჩნევა სხვა უზუსტობებიც. მაგალითად, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ნაბუქოდონოსორ II ჯერ კიდევ მეფობდა თავისი მმართველობის ბოლო წლის მეათე თვეს მაშინ, როცა სხვა წყაროების თანახმად, მისი მემკვიდრე ექვსი თვის გამეფებული იყო.8 ასეთივე უზუსტობები დაფიქსირდა ამელ-მარდუქისა და მისი მემკვიდრის, ნერიგლისარის, მეფობის წლებთან დაკავშირებითაც.9
-