საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ძველი თიხის ფირფიტები ბიბლიურ ცნობას ადასტურებს
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
    • არადში ნაპოვნი თიხის ფირფიტები

      არადი იყო ძველი ქალაქი, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით, იერუსალიმიდან საკმაოდ შორს, ნეგებად წოდებულ ნახევრად უდაბნოში მდებარეობდა. არადში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ მეფე სოლომონის მმართველობიდან (ძვ. წ. 1037—998) იერუსალიმის ბაბილონელების მიერ განადგურებამდე (ძვ. წ. 607) ისრაელებს იქ ექვსი ციხე-სიმაგრე ჰქონდათ. გათხრების შედეგად არადში აღმოაჩინეს ბიბლიური დროით დათარიღებული უამრავი თიხის ფირფიტა. აქედან ორასზე მეტი ფირფიტა ებრაულ, არამეულ და სხვა ენებზე იყო დაწერილი.

      არადში ნაპოვნი თიხის ფირფიტები ადასტურებს სამღვდელო ოჯახების შესახებ ბიბლიურ ინფორმაციას. მაგალითად, ერთ თიხის ფირფიტაზე მოხსენიებულია „კორახის ვაჟები“, რომელთა შესახებაც გამოსვლის 6:24-სა და რიცხვების 26:11-შია საუბარი. 42-ე, 44—49-ე, 84-ე, 85-ე, 87-ე და 88-ე ფსალმუნების ეპიგრაფებში აღნიშნულია, რომ ისინი „კორახის ძეთა“ ფსალმუნებია. არადში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზე მოხსენიებული სხვა სამღვდელო ოჯახები ფაშხურისა და მერემოთისაა (1 მატიანე 9:12; ეზრა 8:33).

      განვიხილოთ სხვა მაგალითი. ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურების წინა პერიოდით დათარიღებული ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის ნანგრევებში არქეოლოგებმა იპოვეს თიხის ფირფიტა, რომელზეც ერთ პატარა ციხე-სიმაგრეში დაბანაკებული ჯარის მეთაურისთვის მიწერილი წერილი ეწერა. ერთი ნაშრომის თანახმად, მასში ნათქვამია: „ჩემს უფალ ელიაშიბს. დაე, თავად იაჰვემ [იეჰოვამ] გამყოფოთ კარგად . . . თქვენ მიერ მოცემულ მითითებასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერი რიგზეა — ის ისევ იაჰვეს ტაძარშია“ (The Context of Scripture). მრავალი მეცნიერის აზრით, აქ საუბარია იერუსალიმის ტაძარზე, რომელიც სოლომონის დროს ააგეს.

  • ძველი თიხის ფირფიტები ბიბლიურ ცნობას ადასტურებს
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ნოემბერი
    • [სურათი 13 გვერდზე]

      არადის ნანგრევებში ნაპოვნ ფირფიტებზე მოცემული ელიაშიბისთვის მიწერილი წერილი

      [საავტორო უფლება]

      Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება