საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 2
    გამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
    • არქეოლოგებმა იგივე ინფორმაცია ნინევეში სინახერიბის ანალებშიც ანუ ისტორიულ ჩანაწერებშიც აღმოაჩინეს. ექვსკუთხა თიხის პრიზმაზე გაკეთებული წარწერიდან ვიგებთ, როგორ იკვეხნის ასურეთის მეფე: „იუდეველმა ხიზკიამ არ დაიდგა ჩემი უღელი. ამიტომ ალყაში მოვაქციე და დავიპყარი მისი 46 გამაგრებული ქალაქი, გალავნიანი ციხე-სიმაგრეები და ირგვლივ მდებარე უამრავი პატარა სოფელი . . . თვითონ ის [ხიზკია], როგორც ჩიტი გალიაში, იერუსალიმში — მის სატახტო ქალაქში გამოვამწყვდიე“. სინახერიბი იმასაც ამბობს, რომ ხიზკიამ მას გაუგზავნა „30 ოქროს ტალანტი, 800 ვერცხლის ტალანტი, ძვირფასი ქვები . . . (და) ყოველგვარი ძვირფასეულობა“. სინამდვილეში, ის აზვიადებს ხიზკიასგან მიღებული ვერცხლის რაოდენობას.

      აღსანიშნავია ისიც, რომ სინახერიბი არაფერს ამბობს იერუსალიმის დაპყრობის შესახებ და არც იმას მოიხსენიებს, ღვთის ჩარევით, როგორ დამარცხდა მისი ჯარი. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ღვთის ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ასურელი ჯარისკაცი დახოცა (2 მეფეები 19:35, 36). ერთ-ერთი მკვლევარი, ჯეკ ფინეგანი ამბობს: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასურეთის მეფეთა წარწერები ძირითადად ტრაბახის სულშია შესრულებული, არც არის გასაკვირი, რომ სინახერიბი თავისი მარცხის შესახებ არაფერს ამბობს“.

  • წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 2
    გამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება