-
მღვდელმთავარი, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოსსაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 იანვარი
-
-
მღვდელმთავარი, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოს
ათას ცხრაას ოთხმოცდაათი წლის ნოემბერში ერთი მამაკაცი, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქის ძველი ნაწილიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარე პარკში და გზაზე მუშაობდა, საოცარ რამეს წააწყდა. მოულოდნელად ტრაქტორმა ძველი სამარხის სარქველი ჩაანგრია. ძვ. წ. პირველი საუკუნიდან ახ. წ. პირველი საუკუნის ჩათვლით ეს ტერიტორია უზარმაზარ ნეკროპოლად გამოიყენებოდა. მართლაც ძალიან საინტერესოა, თუ რა აღმოაჩინეს ამ სამარხში არქეოლოგებმა.
სამარხში 12 ოსუარიუმი ანუ მიცვალებულის ძვლების დასამარხავი სათავსი იყო; ამ ოსუარიუმებში გარდაცვლილთა ძვლები მას შემდეგ იყო ჩალაგებული, რაც სამარხში დაახლოებით წელიწადის განმავლობაში დასვენების შედეგად ხორცი უკვე გაიხრწნა. ერთ-ერთი შესანიშნავად მოჩუქურთმებული ოსუარიუმის (ოდესმე ნაპოვნ ოსუარიუმთაგან ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო) გვერდზე გაკეთებული იყო წარწერა: „იეჰოსეფ ბარ კაიაფა“ (იოსებ კაიაფას ძე).
ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სამარხი მიეკუთვნება მღვდელმთავარს, რომელიც თავმჯდომარეობდა ყველაზე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს — იესო ქრისტეს გასამართლებას. იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამ მღვდელმთავარს „კაიაფად წოდებულ იოსებად“ მოიხსენიებს. წმინდა წერილებში კი ის, უბრალოდ, კაიაფად არის წოდებული.
-
-
მღვდელმთავარი, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოსსაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 იანვარი
-
-
[სურათი 10 გვერდზე]
იოსებ კაიაფას ძე
[სურათი 10 გვერდზე]
არც ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ოსუარიუმი.
[საავტორო უფლებები დაცულია 10 გვერდზე]
Ossuary, inscription, and cave in background: Courtesy of Israel Antiquities Authority.
-