-
„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
-
-
11. როგორ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ ჩვენში მოჭარბებული სამართლიანობის გრძნობა?
11 ბევრმა იეჰოვას მსახურმა შეძლო, რომ გათავისუფლებულიყო მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებებისგან. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ერთი და გვიამბობს: „უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ რადიკალისტური აზროვნება განმივითარდა. მინდოდა, შავკანიანთა უფლებები დამეცვა, რადგან ბევრ უსამართლობას ვაწყდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ კამათის დროს თითქმის ვერავინ მჯობნიდა, მაინც იმედგაცრუება მეუფლებოდა. ვერ ვხვდებოდი, რომ რასობრივი უსამართლობის მიზეზები ადამიანის გულიდან უნდა აღმოფხვრილიყო. თუმცა ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაკეთება ჩემი გულიდან უნდა დამეწყო. ამაში ერთი თეთრკანიანი და დამეხმარა. დღეს ჟესტურენოვან კრებაში პიონერად ვმსახურობ და ვცდილობ, რომ ყველანაირ ადამიანს ვუქადაგო“.
-
-
„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“საგუშაგო კოშკი — 2018 | ივნისი
-
-
15, 16. ა) როგორ ეხმარება ქრისტიანებს ღვთის სიტყვა კონფლიქტების თავიდან არიდებაში? ბ) რა განსხვავებას ხედავს იეჰოვა, როცა დღევანდელ მსოფლიოს აკვირდება?
15 სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა სამხრეთ ევროპაში მცხოვრები და, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ის ამბობს: „მივხვდი, რომ ძალადობით სამართალს ვერ აღადგენ. ვხედავდი, რომ ისინი, ვინც ძალადობას მიმართავდნენ, ხშირად სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდნენ, ზოგი კი ბოროტდებოდა. ბიბლიიდან გავიგე, რომ ნამდვილ სამართლიანობას დედამიწაზე მხოლოდ ღმერთი დაამყარებს და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო 25 წელია, სწორედ ამას ვქადაგებ“. აფრიკის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებმა ძმამ თავისი შუბი „სულის მახვილით“ ანუ ღვთის სიტყვით შეცვალა. ახლა მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ტომს მიეკუთვნება ადამიანი — ის განურჩევლად ყველასთან ქადაგებს მშვიდობის ცნობას (ეფეს. 6:17). ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები და კი მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა, ცოლად გაჰყვა ძმას, რომელიც მისთვის ერთ დროს საძულველ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. სამივე მათგანს აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლაში ქრისტეს მიბაძვის ძლიერი სურვილი დაეხმარა.
-