საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იქ ფოსტის წამოსაღებად მივედი“
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • განვიხილოთ ჰაფენის შემთხვევა.

      ჰაფენი ზამბიაში დაიბადა და მეზობელი ქვეყნების ლტოლვილთა ბანაკებში გაიზარდა. „ბრაზი მახრჩობდა იმის გამო, რომ ჩემს ოჯახს და სხვებს სასტიკად და უსამართლოდ ექცეოდნენ“, — ამბობს ჰაფენი. ამიტომ, ის გახდა იმ საომარი დაჯგუფების წევრი, რომელსაც მისი მშობლები მიეკუთვნებოდნენ.

      ჰაფენი წარსულს ასე იხსენებს: „ყველაზე საშინელი იყო ის ემოციური ტკივილი, რაც ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრების დროს განვიცადე. ბავშვებს აშორებდნენ დედ-მამას და დედმამიშვილებს. ბევრი მათგანი უკან არ დაბრუნებულა. მე მამაჩემი სურათშიც კი არასდროს მყავდა ნანახი. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ იგი ბრძოლის დროს დაიღუპა. ემოციური ჭრილობები დღემდე მახსენებს თავს“.

  • რატომ მიმართავენ ტერორიზმს?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • ესპანელ ხოსებას ჰკითხეს, რატომ გახდა საომარი დაჯგუფების წევრი. „ჩაგვრა და უსამართლობა, რომელსაც იმ დროს ვხვდებოდით, გაუსაძლისი იყო, — უპასუხა მან. — დიდ ქალაქ ბილბაოში, სადაც მე ვცხოვრობ, პოლიცია ხალხს სცემდა და აპატიმრებდა“.

      ხოსება განაგრძობს: „ერთ დილით მეც დამაპატიმრეს, რადგან პოლიციის ასეთ მეთოდებთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვი. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ძალადობასაც კი მივმართავდი, თუკი ამით სიტუაცია გამოსწორდებოდა“.

  • რატომ მიმართავენ ტერორიზმს?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • მაგალითად, წინა სტატიაში მოხსენიებული ჰაფენი ამბობს: „ჩვენი მიწა უსამართლოდ მიისაკუთრეს. როგორც ცხოველებს უწევთ, იბრძოლონ თავიანთი ტერიტორიებისთვის, ისე ჩვენთვისაც ბუნებრივია, ვიბრძოლოთ ჩვენი მიწისა და უფლებებისთვის“.

  • რატომ მიმართავენ ტერორიზმს?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • ცხოვრებისგან დაღდასმულნი

      მანამდე მოხსენიებულ ხოსებას დაპატიმრების დროს სასტიკად მოექცნენ. იგი ამბობს: „ვინაიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს სიძულვილს გამართლებას ვუძებნიდი. თუკი ჩემი სიკვდილით რამე შეიცვლებოდა, მაშინ ღირდა ამისთვის თავის გაწირვა“.

  • რატომ მიმართავენ ტერორიზმს?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • ჰაფენი ყვება: „ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრების დროს იმართებოდა შეკრებები, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ თეთრკანიანები გამუდმებით ეძებდნენ სხვადასხვა საშუალებას, შავკანიანებზე რომ ებატონათ“. რა იყო ამის შედეგი?

      „ვგრძნობდი, როგორ იზრდებოდა თეთრკანიანების მიმართ ჩემი სიძულვილი. მათ მიმართ უნდობლობა გამიჩნდა. ბოლოს, უკვე აღარ შემეძლო მათი ატანა და ვფიქრობდი, რომ ჩვენს მოდგმას რაღაც უნდა ეღონა“.

  • წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • წიგნი, რომელსაც აზროვნების შეცვლა შეუძლია

      მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჰაფენი, რომელიც წინა სტატიაში იყო ნახსენები, შეიცვალა. მან გადაწყვიტა, გადაემოწმებინა თავისი რელიგიური შეხედულებები და ბიბლია შეეძინა. ის ამბობს: „დავიწყე სახარებების [მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს] კვლევა, რომელიც იესოს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მალევე მოვიხიბლე იესოს თვისებებით, მისმა სიკეთემ და მიუკერძოებლობამ გული გამითბო“.

      ჰაფენი ამბობს, რომ ბიბლიაში, კერძოდ, საქმეების 10:34, 35-ში ჩაწერილმა სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“.

      „მივხვდი, რომ ხალხია დამნაშავე ტომობრივ დაპირისპირებაში, ნაციონალიზმსა და რასიზმში. იმასაც მივხვდი, რომ ბიბლიას ადამიანთა აზროვნების შეცვლა შეუძლია და ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებაა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ტომისა თუ რასისთვის ბრძოლა“, — ამბობს ჰაფენი.

      წინა სტატიაში მოხსენიებული ხოსება პატარა შეიარაღებული რაზმის მეთაური იყო, რომელიც პოლიციის შენობის აფეთქებას გეგმავდა. „სანამ თავდასხმას განვახორციელებდით, დამაპატიმრეს. ორი წელი ციხეში ვიჯექი“, — იხსენებს ის. მოგვიანებით მისმა მეუღლემ ლუსიმ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბოლოს მას ხოსებაც შეუერთდა.

      ხოსება ყვება: «რაც უფრო მეტად ვეცნობოდი იესოს, მით უფრო მეტად ხდებოდა ის ჩემთვის მისაბაძი. ერთმა მისმა ნათქვამმა ძალიან დამაფიქრა: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“. ვიცოდი, რომ ეს სიმართლე იყო» (მათე 26:52). ხოსებამ აღიარა: „მკვლელობა სიძულვილსა და შურისძიების სურვილს აღვივებს მოკლულის ოჯახის წევრებში. ძალადობა ვერ შეცვლის მსოფლიოს უკეთესობისკენ, მას ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს“. ხოსებამაც დაიწყო აზროვნების შეცვლა.

      ჰაფენისაც და ხოსებასაც საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლიათ თქვან, რომ ბიბლიური სწავლებები ძირეულად ცვლის ადამიანის ცხოვრებას.

  • წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • სიყვარულით გაერთიანებული საძმო

      როდესაც ჰაფენიმ იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დაიწყო სიარული, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა რასის ადამიანებს შორის არსებულმა ჰარმონიამ. „ჩემთვის ამაღელვებელი იყო თეთრკანიანთა გვერდით ჯდომა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე თეთრკანიანს ძმას თუ ვუწოდებდი. ამან კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ მოწმეები ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ყოველთვის მივილტვოდი ისეთი ერთიანობისკენ, რომელიც ამ ხალხს შორის იყო; სხვადასხვა ეროვნების მიუხედავად, მათ მთელი გულით უყვართ ერთმანეთი“, — ამბობს ჰაფენი.

  • წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • შესავალ სტატიაში მოხსენიებული ანდრე კინაღამ იმ ბომბის მსხვერპლი გახდა, რომელმაც მისი რამდენიმე მეგობარი იმსხვერპლა. ეს ბომბი ერთი საომარი დაჯგუფების მიერ იყო დადებული. ანდრემ მოისმინა ბიბლიური რჩევა, რომ მთელი გულით უნდა ეპატიებინა და გამოიყენა კიდეც (კოლოსელები 3:13). მოგვიანებით ჰაფენიმ, რომელიც ამ ბომბის აფეთქების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ზემოხსენებული დაჯგუფების წევრი გახდა, ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაიწყო და ძალადობა მიატოვა (ფსალმუნი 11:5). დღეს ორივე, ანდრეცა და ჰაფენიც იეჰოვას მოწმეები არიან და აფრიკაში მთარგმნელობით განყოფილებაში მსახურობენ.

  • წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • [ჩანართი 7 გვერდზე]

      ჰაფენისაც და ხოსებასაც საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლიათ თქვან, რომ ბიბლიური სწავლებები ძირეულად ცვლის ადამიანის ცხოვრებას

  • წარმოგიდგენიათ მსოფლიო ტერორიზმის გარეშე?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • [სურათი 8 გვერდზე]

      ჰაფენიმ და ანდრემ გამოიყენეს ბიბლიური პრინციპები და ერთმანეთი ნამდვილი სიყვარულით შეიყვარეს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება