საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
    • მწერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა დამტვერვაში, განსაკუთრებით კი ზომიერ სარტყელში. ყოველდღიურად მწერები უამრავ მცენარეს სტუმრობენ — იკვებებიან ნექტრით და მონაწილეობენ დამტვერვაშიc. პროფესორი მეი ბერენბაუმი წერს: „როგორც ჩანს, მწერებს დამტვერვით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობაში, რასაც ადამიანები ნაკლებად აფასებენ“.

  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
    • დამმტვერავები

      ბუზები და ხოჭოები

      ზოგ მათგანს დამტვერვაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს, მაგრამ მათ არავინ აქებს. თუ შოკოლადი გიყვართ, იმ პაწაწინა ბუზს უნდა ემადლიერებოდეთ, რომელიც მუყაითად შრომობს შოკოლადის ხის ყვავილების დასამტვერად.

  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
    • პეპლები

      ულამაზესი პეპლები, ძირითადად, ყვავილის ნექტრით იკვებებიან; ერთი მცენარიდან მეორეზე გადაფრენისას მათ თან მიაქვთ ყვავილის მტვერი. რამდენიმე სახეობის მშვენიერი ორქიდეას დამტვერვა მთლიანად პეპლებზეა დამოკიდებული.

  • სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
    • ფუტკრები და კრაზანები

      ფუტკრების ბუსუსებიანი სხეული ისევე იკრავს ყვავილის მტვერს, როგორც სათვალის მინა მტვრის ნაწილაკებს; ამის წყალობით ფუტკრები იდეალური დამმტვერავები არიან. მხოლოდ ერთ ბაზს (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელს) 15 000 მტვრის მარცვლის გადატანა შეუძლია. მე-19 საუკუნეში ინგლისიდან ახალ ზელანდიაში ბაზის შეყვანის შედეგად დღეს სამყურას ველები ყვავის, რაც უხვი საკვებით უზრუნველყოფს ქვეყნის შინაურ ცხოველებს.

      მეთაფლია ფუტკარი მსოფლიოში უბადლო დამმტვერავია. მას, ჩვეულებრივ, ყურადღება მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეზე აქვს შეჩერებული, რომელიც უხვად იზრდება მისი სკის მახლობლად. ენტომოლოგისტმა ქრისტოფერ ოტულმა გამოთვალა, რომ „მსოფლიოში საკვების 30 პროცენტის არსებობა პირდაპირ თუ არაპირდარ ფუტკრების შრომაზეა დამოკიდებული“. ფუტკრები მტვერავენ ნუშს, ვაშლს, ქლიავს, ბალს, კივსა და ასე შემდეგ. ფერმერები მეფუტკრეებს თითოეული სკის მომსახურებაზე ფულს უხდიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება