-
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერიგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
ფუტკრები და კრაზანები
ფუტკრების ბუსუსებიანი სხეული ისევე იკრავს ყვავილის მტვერს, როგორც სათვალის მინა მტვრის ნაწილაკებს; ამის წყალობით ფუტკრები იდეალური დამმტვერავები არიან. მხოლოდ ერთ ბაზს (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელს) 15 000 მტვრის მარცვლის გადატანა შეუძლია. მე-19 საუკუნეში ინგლისიდან ახალ ზელანდიაში ბაზის შეყვანის შედეგად დღეს სამყურას ველები ყვავის, რაც უხვი საკვებით უზრუნველყოფს ქვეყნის შინაურ ცხოველებს.
მეთაფლია ფუტკარი მსოფლიოში უბადლო დამმტვერავია. მას, ჩვეულებრივ, ყურადღება მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეზე აქვს შეჩერებული, რომელიც უხვად იზრდება მისი სკის მახლობლად. ენტომოლოგისტმა ქრისტოფერ ოტულმა გამოთვალა, რომ „მსოფლიოში საკვების 30 პროცენტის არსებობა პირდაპირ თუ არაპირდარ ფუტკრების შრომაზეა დამოკიდებული“. ფუტკრები მტვერავენ ნუშს, ვაშლს, ქლიავს, ბალს, კივსა და ასე შემდეგ. ფერმერები მეფუტკრეებს თითოეული სკის მომსახურებაზე ფულს უხდიან.
-
-
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყვავილის მტვერიგამოიღვიძეთ! — 2007 | აპრილი
-
-
c ერთი კილოგრამი თაფლის დასამზადებალად ფუტკარი დაახლოებით ათ მილიონ ყვავილთან უნდა მიფრინდეს.
-