საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კონსტანტინე დიდი ქრისტიანობის ქომაგი?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მარტი
    • „კათოლიკური ენციკლოპედია“ (Catholic Encyclopedia) აღნიშნავს: «კონსტანტინე თანაბარი კეთილგანწყობით იყო ორივე რელიგიის მიმართ. როგორც „პონტიფექს მაქსიმუსი“, ის ზრუნავდა წარმართულ თაყვანისმცემლობაზე და იცავდა მის უფლებებს». «კონსტანტინე არასოდეს გამხდარა ქრისტიანი, — აცხადებს ერთი ენციკლოპედია და დასძენს: — ევსები კესარიელი, რომელმაც დაწერა მისი ბიოგრაფია, ამბობს, რომ მან ქრისტიანობა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. მისი ნათლობა არ იყო სარწმუნო, რადგან ერთი დღის წინ მსხვერპლი შესწირა ზევსს, ვინაიდან მას „პონტიფექს მაქსიმუმის“ თანამდებობაც ეჭირა».

      სიკვდილის დღემდე, 337 წლამდე, კონსტანტინე ძველრომაული რელიგიის უმაღლესი ქურუმის „პონტიფექს მაქსიმუსის“ წარმართულ წოდებას ატარებდა.

  • კონსტანტინე დიდი ქრისტიანობის ქომაგი?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მარტი
    • როგორც „პონტიფექს მაქსიმუსი“ და, მაშასადამე, რომის იმპერიის რელიგიური წინამძღოლი, კონსტანტინე ცდილობდა, თავის მხარეზე გადმოებირებინა განდგომილი ეკლესიის ეპისკოპოსები. მან მათ იგივე ძალაუფლება, სახელი და სიმდიდრე მისცა, როგორიც რომის სახელმწიფო რელიგიის მსახურებს ჰქონდათ. „კათოლიკური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ზოგი ეპისკოპოსი იმპერატორის კარის ფუფუნებით იმდენად იყო დაბრმავებული, რომ ხოტბას ასხამდა იმპერატორს როგორც ღვთის ანგელოზს, წმინდანს და ამბობდა, რომ ის ღმერთის ძის მსგავსად ზეცაში იმეფებდა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება