-
იყო პეტრე მოციქული პირველი პაპი?საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 დეკემბერი
-
-
როგორც არაერთი ფაქტი ცხადყოფს, მე-9 საუკუნემდე ამ ტიტულს არარომაელი ეპისკოპოსები ისაკუთრებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 საუკუნემდე ოფიციალურად პაპის წოდებას ძალიან იშვიათად თუ ანიჭებდნენ ვინმეს. უფრო მეტიც, პეტრეს მართლაც რომ ჰქონოდა მინიჭებული განსაკუთრებული უპირატესობა, პირველი საუკუნის ქრისტიანები არ ფიქრობდნენ, რომ ეს „უპირატესობა“ მის მემკვიდრეებს გადაეცემოდა. აქედან გამომდინარე, გერმანელი სწავლულის, მარტინ ჰენგელის, დასკვნით, არ არსებობს არანაირი ისტორიული და თეოლოგიური მტკიცებულება, რომ ადრეულ ქრისტიანებში არსებობდა ისეთი გაგება, რომელსაც მოგვიანებით „პაპის უპირატესობა“ ეწოდა.
-