-
რატომ ითხოვენ ისინი მიტევებას?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მარტი
-
-
კათოლიკე ისტორიკოსმა ნიკოლინო სარალემ განაცხადა, რომ იოანე-პავლე II-ის „Mea culpa-ს გეგმაში ოპერატიული დახელოვნებულობა შეიმჩნევა, და სწორედ ეს არის ეკუმენიზმი“.
მაგრამ ეკუმენიზმით ყველაფერი არ ამოიწურება. დღეს ქრისტიანული სამყაროს სამარცხვინო ისტორია ფართოდ არის ცნობილი. „კათოლიკები ვერ უგულებელყოფენ მთელ ამ ისტორიას, — ამბობს თეოლოგი ჰანს ურს ფონ ბალთაზარი. — სწორედ იმ ეკლესიამ, რომელსაც პაპი ხელმძღვანელობს, გააკეთა ან ნება დართო ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც ჩვენს დროში ნამდვილად მიუღებელია“. ამიტომ პაპები იმის უფლებამოსილებით არიან აღჭურვილი, რომ „შუქი მოჰფინონ ეკლესიის ისტორიის ბნელ ფურცლებს და. . . მიტევება ითხოვონ“. ეკლესიების თვითკრიტიკაზე მზადყოფნის კიდევ ერთი მიზეზი, როგორც ჩანს, თავიანთი ზნეობრივი რეპუტაციის დაბრუნების სურვილია.
-
-
რატომ ითხოვენ ისინი მიტევებას?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მარტი
-
-
ყველა არ იზიარებს იმ აზრს, რომ ეკლესიებმა სახალხოდ უნდა ითხოვონ მიტევება. მაგალითად, მრავალი რომაელი კათოლიკე თავს უხერხულად გრძნობს იმის გამო, რომ მათი პაპი მიტევებას ითხოვს მონობის საკითხებთან დაკავშირებით ან ისეთი „ერეტიკოსების“ რეაბილიტირებისთვის, როგორიცაა ჰუსი და კალვინი. ვატიკანის წყაროების თანახმად, კარდინალებთან გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც კათოლიციზმის ისტორიის გასული ათასწლეულების განმავლობაში „სინდისის გამოკვლევის“ შესახებ წინადადებას შეიცავდა, 1994 წლის ივნისში კონსისტორიაზე დამსწრე კარდინალებმა გააკრიტიკეს. როდესაც პაპმა, მიუხედავად ამისა, გამოთქვა სურვილი, რომ ენციკლიკაში ჩაერთოთ ამ წინადადების ძირითადი არსი, იტალიელმა კარდინალმა ჯაკომო ბიფმა გამოსცა ცნობა, რომელშიც ამტკიცებდა: „ეკლესია უცოდველია“. მიუხედავად ამისა, ის უშვებდა, რომ „ეკლესიის საუკუნეების წინანდელი შეცდომებისთვის მიტევების თხოვნამ. . . შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები აგვარიდოს“.
„ცოდვების აღიარება კათოლიკური ეკლესიის ყველაზე საკამათო საკითხია, — ამბობს ვატიკანის კომენტატორი ლუიჯი აკატოლი. — თუ პაპები აღიარებენ მისიონერების შეცდომებს, არსებობენ მისიონერები, რომლებსაც სამართლიანად სწყინთ ეს“. უფრო მეტიც, რომაელმა კათოლიკე ჟურნალისტმა დაწერა: «თუ პაპის შეხედულება ეკლესიის ისტორიაზე ნამდვილად ასე საშინელია, ძნელია გაიგო, თუ როგორ შეუძლია მას იმავე ეკლესიის წარდგენა „ადამიანთა უფლებების“ მთავარ დამცველად, „დედად და მასწავლებლად“; როგორ შეუძლია თქვას, რომ მხოლოდ ამ ეკლესიას ძალუძს წარუძღვეს ადამიანებს ნამდვილად ნათელ მესამე ათასწლეულში».
-
-
რატომ ითხოვენ ისინი მიტევებას?საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მარტი
-
-
როდესაც პაპის მრავალგზისი Mea culpa-ს შესახებ ლაპარაკობდა, კარდინალმა ბიფმა ირონიულად იკითხა: „წარსული ცოდვების გამო, განა ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი არ იქნებოდა, დავლოდებოდით უზენაეს სამსჯავროს?“ მთელი კაცობრიობის სამსჯავრო გარდაუვალია. იეჰოვამ შესანიშნავად იცის რელიგიის ისტორიის ბნელი ფურცლების შესახებ. მალე ის დამნაშავეებს ანგარიშს მოსთხოვს (გამოცხადება 18:4–8).
-