-
თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ცდუნებას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აპრილი
-
-
თუ არასწორი ფიქრები მოგეძალებათ, შეწყვიტეთ ფიქრი და ილოცეთ
როდესაც არასწორი სურვილები მოგეძალებათ, გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევით. ებრძოლეთ ასეთ სურვილებს. გონებიდან ამოიგდეთ უზნეო ფიქრები. ნუ იცხოვრებთ უზნეო ფანტაზიებით. ტროი, რომელიც პორნოგრაფიის ყურებით იყო გატაცებული, ამბობს: „ვცდილობდი, რომ არასწორი ფიქრები გონებიდან ამომეგდო და დადებითზე მეფიქრა. ეს არ იყო ადვილი, ხშირად არ გამომდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე ჩემი ფიქრების გაკონტროლება“.
-
-
თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ცდუნებას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 აპრილი
-
-
„ინტერნეტში მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა სახლში სხვებიც არიან“
ფილიპი, რომელიც გადაეჩვია პორნოგრაფიის ყურებას, ამბობს: „სახლში კომპიუტერი ყველასთვის დასანახ ადგილას დავდე და ვებ-გვერდების გასაფილტრად მასზე სპეციალური პროგრამა დავაყენე. ინტერნეტში მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა სახლში სხვებიც არიან“. ზემოხსენებული ტროიც მსგავს რამეს ამბობს: „ვცდილობ, აღარ ვუყურო უხამსი შინაარსის ფილმებს და მოვერიდო ისეთ ხალხთან ურთიერთობას, რომლებიც ვულგარულად ლაპარაკობენ სექსზე. არ მინდა, თავი საფრთხეში ჩავიგდო“.
-