-
როგორ მოვერიდო პორნოგრაფიის ყურებას?გამოიღვიძეთ! — 2007 | დეკემბერი
-
-
პორნოგრაფია საშინელ გავლენას ახდენს მათზე, ვინც მისითაა გატაცებული. მოვიყვანოთ ამის ორი მაგალითი:
„პორნოგრაფიას პატარაობიდანვე ვუყურებდი. ძალიან გამიჭირდა ამ ჩვევის დაძლევა. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ გონებაში დღესაც მიტრიალებს ხოლმე ნანახი სცენები. ასეთი აზრები ყოველთვის თავს მახსენებს და სინდისი არასოდეს მაქვს სუფთა. პორნოგრაფიის ყურება ღირსების გრძნობას გიკარგავს და თავს უღირსად და უწმინდურად გრძნობ. შენ ყოველთვის გიწევს ამ ფარული ტვირთის ტარება“ (ერიკა).
«პორნოგრაფიას 10 წელი ვუყურებდი. მის ყურებას 14 წლის წინ დავანებე თავი. და მაინც, ჯერ კიდევ ყოველდღე მიწევს ამ ჩვევასთან ბრძოლა. მართალია, ძალიან არა, მაგრამ დღესაც მაქვს პორნოგრაფიის ნახვის სურვილი. დღემდე ვებრძვი ცნობისმოყვარეობას. ნანახი სცენები გონებაში კვლავაც მაქვს შემორჩენილი. ნეტავ, არასოდეს დავინტერესებულიყავი ამ გულის ამრევი სანახაობით. თავიდან მეჩვენებოდა, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მწარედ ვცდებოდი. პორნოგრაფია რყვნის, ამახინჯებს და ღირსების გრძნობას უკარგავს ყველას. რასაც არ უნდა გაიძახოდნენ პორნოგრაფიის „ქომაგები“, მასში არაფერი — აბსოლუტურად არაფერი — არ არის კარგი» (ჯეფი).
-
-
როგორ მოვერიდო პორნოგრაფიის ყურებას?გამოიღვიძეთ! — 2007 | დეკემბერი
-
-
ამ ჩვევის დაძლევა ადვილი არ არის. ზემოთ მოხსენიებული ჯეფი ამბობს: „ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკს ვიღებდი, მაგრამ ცუდი ჩვევებიდან ყველაზე მეტად პორნოგრაფიის მიტოვება გამიჭირდა“.
-