-
უკიდურესი სიღარიბიდან აურაცხელი სიმდიდრის შეძენამდესაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივლისი
-
-
დევნის გაძლიერებასთან ერთად იზრდებოდა მათი რიცხვი, ვინც სამეფოს ცნობას ეხმაურებოდნენ. 1962 წელს პორტუგალიაში 1 300 მოწმეც არ იყო, 1974 წლისთვის კი მათმა რიცხვმა 13 000-ს გადააჭარბა!
-
-
უკიდურესი სიღარიბიდან აურაცხელი სიმდიდრის შეძენამდესაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 ივლისი
-
-
როგორი სიხარულის მომგვრელი იყო იმის ნახვა, რომ პორტუგალიასა და ჩვენი ფილიალის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ყვაოდა სამქადაგებლო საქმიანობა! ამ ტერიტორიებში შედიოდა ანგოლა, აზორის კუნძულები, კაბო-ვერდე, მადეირა, სან-ტომე და პრინსიპი. ასევე აღმაფრთოვანებელი იყო, რომ წლების განმავლობაში პორტუგალიიდან მისიონერები იგზავნებოდნენ ამ მხარეებში, სადაც ხალხი სამეფოს ცნობისადმი დიდ ინტერესს ამჟღავნებდა. წარმოიდგინეთ, როგორ ვხარობთ, რომ დღესდღეობით ამ ტერიტორიებზე 88 000-ზე მეტი სამეფოს მაუწყებელია, მათ შორის 47 000-ზე მეტი პორტუგალიაში! 1998 წელს შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვმა უმაღლესს ციფრს — 245 000-ს მიაღწია, 1954 წელს კი, როცა მოწმე გავხდი, მათი რიცხვი 200-ც არ იყო.
-