მათ აღადგინეს ღვთის სახელი
მას შემდეგ, რაც მრავალი წლის, შესაძლებელია საუკუნეების განმავლობაშიც კი, სახელი იეჰოვა ამოღებული იყო ბიბლიებიდან, ღვთის დღევანდელი მოწმეები არიან ერთადერთი ქრისტიანული რელიგიის წევრები, რომლებმაც აღადგინეს ტეტრაგრამატონი“a.
ზემოთ მოყვანილი ციტატა ამოღებულია წიგნიდან „იეჰოვა იუდაიზმსა და ქრისტიანობაში“ (Jeová dentro do Judaísmo e do Cristianismo), რომლის ავტორია ბრაზილიელი მწერალი ასის ბრაზილი. მაგრამ შეიძლება წამოიჭრას კითხვა: თუ ბიბლიის რამდენიმე თარგმანში ღვთის სახელი ამა თუ იმ ფორმითაა გამოყენებული, რატომ ამოიღეს ის სხვა რელიგიებმა თავიანთი ბიბლიებიდან? „ღვთის სახელი ან ცრურწმენისა. . . და ფარული მოტივების გამო, ან კიდევ იესოსა და მისი დედის, მარიამის, სახელების განდიდების სურვილით ამოიღეს“, — ამბობს ბრაზილი.
მაგრამ, ბატონი ბრაზილის სამართლიანი შენიშვნის თანახმად, «პორტუგალიურ ენაზე „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ [ღვთის] სახელი ყველგან აღადგინეს, სადაც კი გამოტოვებული იყო». როგორ? ღვთის სახელი ბიბლიაში თავის კანონიერ ადგილას ჩაიწერა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ სახელი იეჰოვა 7 200-ზე მეტჯერ გვხვდება.
მისი გამოცემიდან დღემდე პორტუგალიურ ენაზე, ამ თანამედროვე, ზუსტი თარგმანის ექვს-ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი იქნა გავრცელებული. ამიტომ ერთ-ერთი ბრაზილიელი ჟურნალისტი აღძრული იყო, ეკითხა: „იცოდით, რომ ღმერთს სახელი აქვს?“ („ჩრდილო აღმოსავლეთის ყოველდღიური გაზეთი“ [Diario do Nodreste]). ბიბლიის ამ თანამედროვე თარგმანის წყალობით მილიონობით ადამიანს შეუძლია უპასუხოს: „დიახ. ღვთის სახელია იეჰოვა“.
[სქოლიო]
a ებრაულად ღვთის სახელი იწერება, როგორც יהוה. ამ ოთხ ასოს (იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ), ჩვეულებრივ, ტეტრაგრამატონს უწოდებენ.