საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიმდიდრე ანაწევრებს მსოფლიოს
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • სიმდიდრე ანაწევრებს მსოფლიოს

      მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში ცივი ომი გაჩაღდა. მსოფლიო სამ პოლიტიკურ ბანაკად დაიყო. უხილავი კედელი აღიმართა საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში მყოფ კომუნისტურ ქვეყნებსა და არაკომუნისტურ ქვეყნებს შორის, რომელთაც სათავეში შეერთებული შტატები ედგა. ისეთ სახელმწიფოებს კი, რომლებიც არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნებოდა, „მესამე მსოფლიო“ ეწოდა.

      ტერმინი, „მესამე მსოფლიო“, მოგვიანებით დამამცირებლად მიიჩნიეს და შეცვალეს სახელწოდებით „ღარიბი ქვეყნები“. დროთა განმავლობაში ამ სახელწოდებამაც უარყოფითი დატვირთვა მიიღო და ეკონომისტებმა ახალი ტერმინის — „განვითარებადი ქვეყნების“ — გამოყენება დაიწყეს. ამგვარად, ამ ტერმინის შეცვლით ყურადღება პოლიტიკური განსხვავებიდან ეკონომიკურ სხვაობაზე გადავიდა.

      ამჟამად, XXI საუკუნის დასაწყისში, სამ ნაწილად დაყოფილი ზემოხსენებული მსოფლიო მეტად აღარ არსებობს. მაგრამ, ეკონომიკური და ინდუსტრიული თვალსაზრისით, განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებს შორის განსხვავება ჯერ კიდევ შეინიშნება. მდიდარი ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ჩასული ტურისტები ხვდებიან ეკონომიურად გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებიც ოჯახის გამოსაკვებად ძალიან ბევრს წვალობენ.

      ამიტომ, ისმება მნიშვნელოვანი კითხვა: ემუქრება მსოფლიოს ეკონომიკურად დაყოფა? თუ ღარიბები და მდიდრები თანასწორუფლებიანები გახდებიან და ცხოვრების ერთნაირი პირობები ექნებათ?

      [სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

      © Qilai Shen/Panos Pictures

  • ჩატეხილი ხიდი მდიდრებსა და ღარიბებს შორის
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • ჩატეხილი ხიდი მდიდრებსა და ღარიბებს შორის

      წინა სტატიაში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტერმინი, რომლებიც მსოფლიო დაყოფაზე მიანიშნებდა. მაღალგანვითარებული, ინდუსტრიული და ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები ამაყობენ ცხოვრების მაღალი დონით, მაშინ როცა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ და ნაკლებად ინდუსტრიულ ქვეყნებში ცხოვრების დონე დაბალია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი სხვადასხვა მსოფლიოს ეკუთვნის.

      მაგრამ ერთი და იმავე ქვეყანაშიც კი შეიძლება იყვნენ მდიდრებიც და ღარიბებიც. გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენებული მდიდარი ქვეყნები, სადაც ორივე ფენის ადამიანები ცხოვრობენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ქვეყნის ბიუჯეტიდან მაღალი ფენის წარმომადგენელთა 10 პროცენტი დაახლოებით 30 პროცენტით სარგებლობს, მაშინ როცა 20 პროცენტმა, რომლებიც დაბალ ფენას მიეკუთვნებიან, მხოლოდ 5 პროცენტი უნდა იკმაროს. შეიძლება იმ ქვეყანაშიც მსგავსი მდგომარეობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, განსაკუთრებით, თუ საშუალო ფენას ცოტა ადამიანი მიეკუთვნება. მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შედარებით ბევრი ადამიანი ცხოვრობს საშუალოდ, მთავრობებს დღემდე არ ძალუძთ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა.

      არავის აქვს იდეალური მდგომარეობა

      არც მდიდრებს და არც ღარიბებს არ შეუძლიათ თქვან, რომ ისინი იდეალურ მდგომარეობაში არიან. წარმოიდგინეთ, რა არასახარბიელო პირობებში ცხოვრობენ ადამიანები ღარიბ ქვეყნებში. უმრავლესობას არ შეუძლია სრულფასოვნად იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე. ამავე გვერდზე ჩარჩოში მოხსენიებულ ცხრა უმდიდრეს ქვეყანაში ყოველ 242—539 მცხოვრებზე ერთი ექიმი მოდის, 18 უღარიბეს ქვეყანაში კი ძალიან ცუდი მდგომარეობაა — 3 707—49 118 მცხოვრებზე მოდის ერთი ექიმი. ამიტომ, მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 73 წელს აჭარბებს, უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრებთა უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 50 წელზე ნაკლებია.

      ღარიბ ქვეყნებში განათლების მიღება ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რის გამოც ხშირად ბავშვები სიღარიბეში ცხოვრებისთვის არიან განწირულნი. გაუნათლებლობაზე მიანიშნებს ის, რომ ბევრმა წერა–კითხვაც კი არ იცის. ცხრა უმდიდრესი ქვეყნიდან შვიდ ქვეყანაში მოსახლეობის 100 პროცენტი იღებს განათლებას, დანარჩენ ორ ქვეყანაში კი — 96—97 პროცენტი. 18 უღარიბეს ქვეყანაში განათლებულთა რაოდენობა 16 პროცენტიდან 81 პროცენტამდე მერყეობს, 10 ქვეყანაში კი მათი რაოდენობა 50 პროცენტამდეა.

      თუმცა მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლებიც ხვდებიან გარკვეულ სირთულეებს. მაშინ როცა ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებლები საკვების ნაკლებობას განიცდიან, მდიდრები გადაჭარბებული კვებისგან კვდებიან. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „მსოფლიოში უმთავრეს პრობლემად კვების ნაკლებობა კი აღარ ითვლება, არამედ გადაჭარბებული კვება“ (Food Fight). ერთ ჟურნალში ნათქვამია: «ამჟამად დაახლოებით ცხრა მილიონ ამერიკელს „აწუხებს ჭარბი წონა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 45 კგ-ზე მეტს იწონიან. შეერთებულ შტატებში წელიწადში დაახლოებით 300 000 ადამიანი კვდება უდროოდ ჭარბი წონისგან» (The Atlantic Monthly). იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ „ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელმა შეიძლება გადააჭარბოს შიმშილითა და ინფექციით გამოწვეულ დაავადებათა მაჩვენებელს და მსოფლიოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე პრობლემად იქცეს“a.

      მართალია, მდიდარ ქვეყნებში ადამიანებს ცხოვრების უფრო კარგი პირობები აქვთ, მაგრამ სიმდიდრე მათთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები; ამგვარად, მათ შეიძლება მთელი ყურადღება მატერიალური ნივთების შეძენას დაუთმონ და ძალიან ცოტა დრო დარჩეთ იმისთვის, რომ ცხოვრებით გაიხარონ. ისინი ადამიანებს სამსახურის, შემოსავლის ან მატერიალური ქონების გამო აფასებენ და არა ცოდნის, სიბრძნის, უნარისა და დადებითი თვისებების გამო.

      ყოველკვირეულ გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ ყურადღება მახვილდებოდა უბრალო ცხოვრებაზე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს. სტატია დასათაურებული იყო შემდეგი კითხვით: „რას იტყოდით მცირედით დაკმაყოფილებაზე?“ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ „მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, დასავლეთში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობა ნამდვილად აღარ არის ისეთი ბედნიერი, როგორც ეს რამდენიმე წლის წინათ იყო . . . ვინც მთელ ყურადღებას მატერიალური ნივთების შეძენას უთმობს, ბედნიერებას ვერ პოულობს“.

      იდეალური წონასწორობის მიღწევა

      დიახ, ფაქტები ცხადყოფს, რომ სიმდიდრესა და სიღარიბეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს. ღარიბები შეიძლება ფუფუნებას იყვნენ მოკლებულნი, მდიდრებს კი იმდენი სიმდიდრე ჰქონდეთ, რომ ცხოვრება მეტისმეტად გაირთულონ. რა კარგი იქნებოდა, თუ მდიდრებიც და ღარიბებიც ერთმანეთისგან რამეს ისწავლიდნენ! მაგრამ რეალურია, ვიფიქროთ, რომ ოდესმე მივაღწევთ იდეალურ წონასწორობას?

      ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეიძლება ფიქრობთ: მართალია ყველას აქვს სურვილი, გაწონასწორდეს, მაგრამ ეს ადამიანის ძალებს აღემატება. ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ისტორიაც ცხადყოფს, მაგრამ გამოსავალი არსებობს. თქვენ შეიძლება მხედველობიდან გრჩებათ ყველაზე ლოგიკური გამოსავალი ამ პრობლემიდან. რა შეიძლება იყოს ეს?

      [სქოლიო]

      a იხილეთ 2004 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—12 (რუს.).

      [ჩანართი 6 გვერდზე]

      „ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელმა შეიძლება გადააჭარბოს შიმშილითა და ინფექციით გამოწვეულ დაავადებათა მაჩვენებელს და მსოფლიოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე პრობლემად იქცეს“ (The Atlantic Monthly).

      [სქემა 5 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      ქვეყნები ანბანის მამაკაცთა სიცოცხლის განათლება (%)

      მიხედვითაა ჩამოთვლილი ხანგრძლივობა (წლები)

      ცხრა ბელგია 75.1 100

      უმდიდრესი დანია 74.9 100

      ქვეყანა იაპონია 78.4 100

      ისლანდია 78.4 100

      კანადა 76.4 96.6

      ლუქსემბურგი 74.9 100

      ნორვეგია 76.5 100

      შეერთებული შტატები 74.4 95.5

      შვეიცარია 77.7 100

      თვრამეტი ბენინი 50.4 37.5

      უღარიბესი ბურკინა-ფასო 43 23

      ქვეყანა ბურუნდი 42.5 48.1

      გვინეა-ბისაუ 45.1 36.8

      ეთიოპია 47.3 38.7

      ზამბია 35.3 78

      იემენი 59.2 46.4

      კონგოს რესპუბლიკა 49 80.7

      მადაგასკარი 53.8 80.2

      მალავი 37.6 60.3

      მალი 44.7 40.3

      მოზამბიკი 38.9 43.8

      ნიგერი 42.3 15.7

      ნიგერია 50.9 64.1

      რუანდა 45.3 67

      სიერა-ლეონე 40.3 36.3

      ტანზანია 43.3 75.2

      ჩადი 47 53.6

      [საავტორო უფლება]

      წყარო: 2005 Britannica Book of the Year.

      [სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

      © Mark Henley/Panos Pictures

  • ჩატეხილი ხიდის აღდგენა საუკეთესო გამოსავალია
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
    • ჩატეხილი ხიდის აღდგენა საუკეთესო გამოსავალია

      მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს, რომ შიმშილით არ მოკვდეს. აშკარაა, რომ კაცობრიობას ესაჭიროება სამართლიანი და პატიოსანი მთავრობა, რომელიც გულწრფელად მოიწადინებს, ბოლო მოუღოს დღევანდელ უსამართლობას. ამასთანავე, ასეთი მთავრობა საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, რათა კეთილშობილური განზრახვების განხორციელება შეძლოს. შეგვიძლია გვქონდეს იმის რეალური იმედი, რომ ადამიანები ასეთ მთავრობას დაამყარებენ?

      ისტორია ადასტურებს ბიბლიაში მოცემული გამაფრთხილებელი სიტყვების ჭეშმარიტებას: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფსალმუნები 145:3). განა არ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანურ მთავრობებზე ან მმართველებზე მინდობას ხშირად გულგატეხილობამდე მიჰყავს ადამიანები? აბა მაშ, ვისი იმედიღა უნდა გვქონდეს?

      დღეს მილიონობით ადამიანი ლოცულობს სამართლიან მთავრობაზე, რომელიც ამ უსამართლობას აღმოფხვრის. შესაძლოა, თქვენც წარმოგითქვამთ ლოცვა, რომელიც იესომ ასწავლა თავის მიმდევრებს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვაპატიეთ ჩვენს მოვალეებს და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:9—13).

      ნამდვილად არის ეს მთავრობა ისეთი, როგორიც გვჭირდება? არის ის სამართლიანი და პატიოსანი? არის იმდენად ძლიერი, რომ განახორციელოს კეთილშობილური განზრახვები? ეს მთავრობა უდავოდ ასეთია! ღმერთი — „ჩვენი ზეციერი მამა“ — რომელმაც დაამყარა ეს მთავრობა, „მართალი და მხსნელი ღმერთია“ და „მართალია . . . ყველა თავის საქმეში“ (ესაია 45:21; დანიელი 9:14). მის შესახებ ნათქვამია, რომ „სუფთაა [მისი] სახედველნი ბოროტების საყურებლად“; ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღვთის მთავრობა არასოდეს გახდება უსამართლო (აბაკუმი 1:13). რამდენადაც „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“, ვიცით, რომ ის მიუკერძოებლად არის დაინტერესებული დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის კეთილდღეობით (საქმეები 10:34, 35; რომაელები 2:11).

      უკვე არსებული და მოქმედი მთავრობა

      მართალია, ღვთის სამეფო ზეციერი მთავრობაა, მაგრამ ის აქტიურად წარმართავს მოვლენებს დედამიწაზე, რათა ღვთის განზრახვები შესრულდეს. ამაში შედის ისიც, რომ არასრულყოფილი ადამიანური მთავრობა სრულყოფილი ღვთიური მთავრობით შეიცვლება. დანიელის 2:44–ში ასეთი დაპირებაა მოცემული: „იმ მეფეთა [მთავრობათა] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“.

      ამ სამეფოს ხელმძღვანელობით ღვთის ნება საბოლოოდ შესრულდება ცაშიც და დედამიწაზეც. მართლაც, რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ეს მთავრობა შეძლებს, მოსპოს უთანასწორობის ყოველგვარი კვალი, რაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებობს! მეტად აღარ იარსებებს მცირე რაოდენობით მდიდარი და უამრავი ღარიბი ადამიანი.

      მართლაც, რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ღვთის ზეციერი მთავრობა უკვე დამყარებულია, რათა სამუდამოდ გადაჭრას ეს პრობლემები! ბიბლიური ქრონოლოგია და მსოფლიო მოვლენები ნათლად მიუთითებს, რომ 1914 წელს ზეცაში ღვთის მთავრობა დამყარდაa. ამგვარად, თითქმის საუკუნეა, რაც აქტიურად ეყრება საფუძველი სამართლიან ახალ ქვეყნიერებას.

      ის, ვინც აღიარებს, რომ ღვთის სამეფო დამყარდა, და უკვე ახლავე მორჩილად მიჰყვება მის ხელმძღვანელობას, მიუკერძოებლობას ავლენს. იეჰოვას მოწმეები თითქმის ყველა ქვეყანაში ქადაგებენ. ამ ქვეყნების მცხოვრებთ, იმის მიუხედავად მდიდრები არიან თუ ღარიბები, შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ, როგორ მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს (იოანე 17:3). იეჰოვას მოწმეები ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით არ ყოფენ ადამიანებს თავიანთ შესაკრებლებში. მათ მატერიალური ქონების მიხედვით კი არ აფასებენ, არამედ იმით, თუ როგორი პიროვნებები არიან. ისინი სულიერ ფასეულობებს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას და არა მატერიალურს.

      გსურთ, გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ გახდეთ ამ სამართლიანი მთავრობის ქვეშევრდომი? მაშინ, დღესვე დაიწყეთ ღვთის სიტყვის გამოკვლევა და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ გაიხაროთ ცხოვრებით, როცა მსოფლიოს მეტად აღარ დაყოფს სიმდიდრე.

      [სქოლიო]

      a იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვერდები 95—107. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

      მდიდრები თუ ღარიბები — ყველანი ძმები ვართ

      ◼ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მრავალი იეჰოვას მოწმე ევროპასა და აზიაში საკვების, ტანსაცმლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩა. სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა მოწმეებმა დიდი რაოდენობის საკვები და ტანსაცმელი გაუგზავნეს თავიანთ სულიერ ძმებს ევროპაში, ფილიპინებსა და იაპონიაში. შეერთებულ შტატებსა და კანადაში მცხოვრებმა მოწმეებმა ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, უნგრეთში, ფინეთში, ჩეხოსლოვაკიასა (ახლანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი) და ჰოლანდიაში ამანათები გაგზავნეს.

      [სურათები]

      შეერთებული შტატები

      შვეიცარია

      გერმანია

      ◼ ამ ბოლო წლებში, კერძოდ 1994 წლის ზაფხულში, ევროპაში მცხოვრებმა მოხალისე მოწმეების ჯგუფმა სასწრაფოდ აღმოუჩინა დახმარება თავიანთ ქრისტიან და–ძმებს აფრიკაში. რუანდელ ლტოლვილებს კეთილმოწყობილი ბანაკები და საველე ჰოსპიტლები აუშენეს. 7 000–ზე მეტი დაზარალებული ადამიანისთვის — რაც დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა იმ დროს რუანდაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა რაოდენობას — გაგზავნეს უამრავი რაოდენობით ტანსაცმელი, საბნები, საჭმელი და ბიბლიური ლიტერატურა.

      ◼ ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ომი დაიწყო. მოსავალი განადგურდა, საკვების მარაგი ხალხმა დაიტაცა, საზღვრები კი ჩაიკეტა. ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთხელაც ძლივს ჭამდა და ისინი ცუდი კვების გამო დაავადდნენ. ევროპაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა სწრაფად იმოქმედეს. მოწმეთაგან შემდგარმა მაშველთა ჯგუფმა, რომელშიც ექიმებიც იყვნენ, თან წაიღო მედიკამენტები და ფული. 1997 წლის ივნისში ბელგიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში მცხოვრებმა მოწმეებმა გაგზავნეს 500 კგ. მედიკამენტი, 10 ტონა ცილების მაღალი რაოდენობის შემცველი ორცხობილა, 20 ტონა სხვადასხვაგვარი საკვები, 90 ტონა ტანსაცმელი, 18 500 წყვილი ფეხსაცმელი და 1 000 საბანი, რომელთა საფასური დაახლოებით 1 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

      ◼ იეჰოვას მოწმეები მატერიალური დახმარების გარდა, უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან იმით, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინონ ხალხს. ამაში შედის სამეფო დარბაზების აშენებაც, სადაც ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლა შეუძლიათ. 1997 წლის მონაცემების თანახმად, „სხვა ქვეყნებში მცხოვრები ძმების დახმარებით, [„საგუშაგო კოშკის“] საზოგადოებამ შეძლო, დახმარებოდა 75 სხვადასხვა ქვეყანას 413 სამეფო დარბაზის აშენებასა და 727 შენობის რეკონსტრუქციაში; და ეს სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში გაკეთდა“. 2003 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო: „ევროპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქვეყნებში, რომლებსაც დახმარებას უწევენ სამეფო დარბაზების აშენებაში, არის რუმინეთი, სადაც 2000 წლის ივლისიდან 124 სამეფო დარბაზი აშენდა. უკრაინაში, სადაც თითქმის ყველა სამეფო დარბაზისთვის სტანდარტული მოდელი იქნა გამოყენებული, 2001 წელს 61 სამეფო დარბაზი აშენდა, 2002 წელს კი —76. სამეფო დარბაზების ფონდში შესული თანხით სამეფო დარბაზები აშენდა ბულგარეთში, მაკედონიაში, მოლდავეთში, რუსეთში, სერბია– ჩერნოგორიასა და ხორვატიაში.

      [სურათები]

      ხორვატია

      ბულგარეთი

      რუმინეთი

      [სურათი 7 გვერდზე]

      ერთი მოხალისე ორ ლტოლვილ ობოლზე ზრუნავს.

      [საავტორო უფლება]

      © Liba Taylor/Panos Pictures

      [სურათი 10 გვერდზე]

      იეჰოვას მოწმეები იმედის მომცემ ცნობას ქადაგებენ.

      [სურათი 10 გვერდზე]

      ღვთის სამეფო აღმოფხვრის სიღარიბეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება