საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ვარსკვლავებში გაცხადებული ღვთის ძალა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
    • როგორ იყენებს ღმერთი თავის ძალას?

      იეჰოვა ღმერთი თავის ძალას მათ მხარდასაჭერად იყენებს, ვინც მის ნებას ასრულებს. მაგალითად, მოციქული პავლე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ სხვებისთვის ღვთის შესახებ ესწავლებინა. მართალია, პავლე ზეადამიანი არ იყო, მაგრამ მან მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო ბევრი კარგი საქმის გაკეთება. როგორ? მას ესმოდა, რომ ღვთისგან ჰქონდა მიღებული „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7—9).

      იეჰოვა ღმერთი თავის ძალას იმისთვისაც იყენებს, რომ გაანადგუროს ისინი, ვინც შეგნებულად არღვევენ მის ზნეობრივ ნორმებს. ეს კარგად გამოჩნდა იესო ქრისტეს სიტყვებიდან, როდესაც მან მოიხსენია სოდომისა და გომორას განადგურება და ნოეს წარღვნა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მალე იეჰოვა თავის ძალას გამოიყენებს მათ გასანადგურებლად, ვინც მის ნორმებს უგულებელყოფს (მათე 24:3, 37—39; ლუკა 17:26—30).

  • ვარსკვლავებში გაცხადებული ღვთის ძალა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
    • იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას შთააგონა, რომ შემდეგი მანუგეშებელი სიტყვები დაეწერა: „ის [ღმერთი] ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს. ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან, ჭაბუკები წაიბორძიკებენ, იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს. ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ესაია 40:29—31).

      თუ ღვთის ნების შესრულება გსურთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ღმერთი თავის წმინდა სულს მოგცემთ, რათა დაგეხმაროთ, შეასრულოთ მისი ნება. მაგრამ, თქვენ უნდა სთხოვოთ ღმერთს წმინდა სული (ლუკა 11:13). ღვთის მხარდაჭერით თქვენ შეძლებთ, გაუძლოთ ნებისმიერ განსაცდელს და მიიღოთ ძალა, რათა აკეთოთ ის, რაც სწორია (ფილიპელები 4:13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება