საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • პავლე ალბათ ჩერდება, რომ შეხედოს კასტრა პრეტორიას, უზარმაზარ ციხესიმაგრეს, რომელსაც ამშვენებს წითელი აგურის მაღალი კედელი, კოშკები და ქონგურები. ამ ციხესიმაგრეში განთავსებულია პრეტორიული გვარდია, რომელიც იმპერატორის პირადი დაცვის როლსაც ასრულებს და ქალაქის პოლიციისაც. მასში დაბანაკებულია 12 პრეტორიული და რამდენიმე ქალაქის კოჰორტაb. ასე რომ, ეს ციხესიმაგრე იტევს რამდენიმე ათას ჯარისკაცსა და ცხენოსანთა ჯარს. კასტრა პრეტორია მართლაც რომის იმპერიის სიძლიერის მაჩვენებელია. ვინაიდან პრეტორიული გვარდია პასუხისმგებელია პროვინციებიდან ჩამოყვანილ პატიმრებზე, იულიუსი მიუძღვის თავის ჯგუფს ქალაქის ოთხი მთავარი შესასვლელიდან ერთ-ერთის გავლით. რამდენიმეთვიანი სახიფათო მგზავრობის შემდეგ მას, როგორც იქნა, ჩაჰყავს პატიმრები დანიშნულების ადგილამდე (საქ. 27:1—3, 43, 44).

  • პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • ზოგიერთების აზრით, პატიმრები ყოველთვის მიჰყავდათ გვარდიის მეთაურთან. თუ ეს მართლაც ასე იყო, პავლეს მიიყვანდნენ პრეტორიული გვარდიის მეთაურთან, აფრანიუს ბურუსთან, რომელიც შესაძლოა, იმპერატორის შემდეგ პირველი კაცი იყო.c

  • პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • ასე გამოიყურება დღეს კასტრა პრეტორიას კედლები

      რომაული კანონმდებლობის თანახმად, როგორც ჩანს, ბურუსი დაკითხვას უწყობს მოციქულ პავლეს სასახლეში ან პრეტორიულ ბანაკში, ვიდრე მის საქმეს ნერონს წარუდგენს. პავლე ხელიდან არ უშვებს ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას და უმოწმებს „დიდსა თუ პატარას“ (საქ. 26:19—23). ჩვენ არ ვიცით, ჩათვალა თუ არა ბურუსმა პავლე დამნაშავედ, მაგრამ ფაქტია, რომ მან მოციქული არ ჩასვა პრეტორიულ ციხეში.d

  • პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • სასახლეში ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა პრეტორიული კოჰორტა. პავლეს მცველებიც რეგულარულად იცვლებოდნენ.

  • პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება