საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 7/09 გვ. 3
  • ადიდე იეჰოვა ყოველდღე!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ადიდე იეჰოვა ყოველდღე!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ქება-დიდება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!
    უმღერეთ იეჰოვას
  • ადიდეთ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი!
    მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას
  • ახალგაზრდებო, ადიდეთ იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
km 7/09 გვ. 3

ადიდე იეჰოვა ყოველდღე!

1. რისკენ არიან აღძრულნი ღვთის მსახურები და რატომ?

1 მეფე დავითს ძლიერი სურვილი ჰქონდა, მარადიულობის მანძილზე „მთელი დღე“ განედიდებინა იეჰოვა (ფსალმ. 145:2, 7, 21). ჩვენც საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ ყოველდღე განვადიდოთ იეჰოვა (ფსალმ. 37:10; 145:14, 18; 2 პეტ. 3:13).

2. როგორ შეუძლიათ ოჯახებს ყოველდღე განადიდონ იეჰოვა?

2 სახლში: გამამხნევებელი ლიტერატურა გვეხმარება სულიერ საკითხებზე მსჯელობაში, როდესაც განვიხილავთ ყოველდღიურ მუხლს, ოჯახთან ერთად ვატარებთ თაყვანისცემის საღამოს და ვემზადებით კრების შეხვედრებისთვის. მრავალმა ოჯახმა ჩვევად გაიხადა, რომ დღის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც შეიკრიბონ სადილად ან ვახშმად. ამ დროს მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ცოტა დაისვენონ და გამამხნევებელი საუბრით იეჰოვა განადიდონ. სულიერ საკითხებზე საუბარი ეხმარება მშობლებს, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფეს. 6:4; კან. 6:5—7).

3. რისი შესაძლებლობა გვეძლევა თანაქრისტიანებთან ურთიერთობის დროს?

3 საძმოსთან ერთად: სამქადაგებლო მსახურებაში თუ კრების შეხვედრებზე შესაძლებლობა გვეძლევა, რომ თანაქრისტიანებთან ერთად განვადიდოთ იეჰოვა (იგავ. 15:30; ფილ. 4:8; ებრ. 13:15). ღვთის სიყვარული აღგვძრავს, რომ თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვასადმი იმ ყოველივე კარგისთვის, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს (ფსალმ. 106:1).

4. სამქადაგებლო მსახურების გარდა, კიდევ რა შემთხვევებში შეგიძლია იეჰოვას განდიდება?

4 არაფორმალურად ქადაგებისას: თუ ყოველდღიურად ვერ ახერხებ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებას, შეეცადე იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ესაუბრო თანამშრომლებს, თანაკლასელებსა თუ სხვებს და მომავლის იმედი ჩაუსახო გულწრფელ ადამიანებს (ფსალმ. 27:14; 1 პეტ. 3:15). თვითმფრინავით მგზავრობისას ერთმა დამ უქადაგა გვერდზე მჯდომს, რომელიც სასიხარულო ცნობამ ძალიან ანუგეშა. მან მოწმეს თავისი მისამართი და ტელეფონის ნომერი მისცა, რომ და დაკავშირებოდა. მთელ მსოფლიოში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ამიტომ იეჰოვას ხალხი ცდილობს „უკეთესობის მახარობელი“ იყოს მათთვის, ვისაც სასიხარულო ცნობის მოსმენა სურს. ეს ცნობა დაინტერესებულებს იმედს უნერგავს და იეჰოვას განდიდებისკენ აღძრავს (ეს. 52:7; რომ. 15:11).

5. რატომ გვსურს იეჰოვას განდიდება და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

5 იეჰოვას მართლაც ძალიან სიამოვნებს, როცა მისი მსახურები მას ყოველდღე განადიდებენ! როგორც შემოქმედება განადიდებს იეჰოვას, ისე ჩვენც შეგვიძლია ყოველდღე განვადიდოთ ის სახლში, კრებაში და მათთან ქადაგებისას, ვინც ჯერ არ გამხდარა მისი მსახური (ფსალმ. 19:1—4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება