-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივლისი
-
-
„მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი“
განვიხილოთ იეჰოვას განდიდების სხვადასხვა მიზეზი, რომლებიც ფსალმუნების მეოთხე ნაწილშია მოხსენიებული. 89–ე ფსალმუნში მოსე „მარადიულობის მეფის“ არსებობას ადამიანის ხანმოკლე ცხოვრებას ადარებს (1 ტიმოთე 1:17). 90–ე ფსალმუნის მე–2 მუხლის თანახმად, მოსე იეჰოვას მიიჩნევს თავის „მფარველად და სიმაგრედ“. მომდევნო რამდენიმე ფსალმუნში საუბარია ღვთის შესანიშნავ თვისებებზე, აღმატებულ აზრებსა და საოცარ საქმეებზე. სამი ფსალმუნი ასეთი სიტყვებით იწყება: „უფალი მეფობს“ (ფსალმუნები 92:1; 96:1; 98:1). იეჰოვაზე, როგორც შემოქმედზე, საუბრისას ფსალმუნმომღერალი მოგვიწოდებს: „მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!“ (ფსალმუნები 99:4).
როგორი უნდა იყოს ღვთისმოშიში მმართველი? ამ კითხვას პასუხს სცემს მე–100 ფსალმუნი, რომელიც მეფე დავითის შედგენილია. შემდეგ ფსალმუნში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის „მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას“ (ფსალმუნები 101:18). 102–ე ფსალმუნში ყურადღება მახვილდება იეჰოვას სიკეთესა და წყალობაზე. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას შემოქმედებით საქმეებს გულისხმობდა, როდესაც თქვა: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია“ (ფსალმუნები 103:24). მეოთხე ნაწილის ბოლო ორი ფსალმუნი იეჰოვას განადიდებს მისი საოცარი საქმეების გამო (ფსალმუნები 104:2, 5; 105:7, 22).
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივლისი
-
-
„ალელუია!“
ფსალმუნების მეოთხე ნაწილის ბოლო სამ თავში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი: „ალელუია!“ 105–ე ფსალმუნიც მსგავსი სიტყვებით იწყება (ფსალმუნები 103:35; 104:45; 105:1, 48). გამოთქმა „ალელუია“ ხშირად გვხვდება 89—105–ე ფსალმუნებში.
მართლაც, იეჰოვას განსადიდებლად უამრავი მიზეზი გვაქვს. 72—105–ე ფსალმუნები ფიქრისკენ აღგვძრავს და იეჰოვასადმი მადლიერებით გვივსებს გულებს. როდესაც ვფიქრობთ, თუ რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, განა არ აღვიძრებით, მთელი გულით განვადიდოთ ის!
-