-
იეჰოვა ცხოველყოფს გლახაკთა სულსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
22. როგორ მომავალს წინასწარმეტყველებს იეჰოვა ა) მომნანიებელთათვის? ბ) ბოროტეულთათვის?
22 იეჰოვა ბოროტეულთა მომავლისგან სრულიად განსხვავებულ მომავალს წინასწარმეტყველებს მომნანიებელთათვის: «და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში [„ბაგეთა ნაყოფს“, აქ]:
-
-
იეჰოვა ცხოველყოფს გლახაკთა სულსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
23. რა არის ბაგეთა ნაყოფი და როგორ ‘ქმნის’ ამ ნაყოფს იეჰოვა?
23 ბაგეთა ნაყოფი ღვთისთვის შეწირული ქების მსხვერპლი — მისი სახელის სახალხოდ გაცხადებაა (ებრაელთა 13:15). როგორ ‘ქმნის’ მას იეჰოვა? ქების მსხვერპლის შეწირვამდე ადამიანმა უნდა შეიცნოს ღმერთი და რწმენა გამოავლინოს მის მიმართ. რწმენა — სულის ნაყოფი — აღძრავს მას, სხვებს გადასცეს ის, რაც თავად გაიგო. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ის სახალხოდ აცხადებს თავისი რწმენის შესახებ (რომაელთა 10:13—15; გალატელთა 5:22). აგრეთვე უნდა გვახსოვდეს, რომ თავად იეჰოვა ავალებს თავის მსახურთ, სახალხოდ შეასხან მას ქება. და სწორედ იეჰოვა ათავისუფლებს თავის ხალხს იმისათვის, რომ მათ ქების მსხვერპლის შეწირვის შესაძლებლობა მისცეს (1 პეტრე 2:9). ამიტომაც, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ქმნის ბაგეთა ნაყოფს.
24. ა) ვინ ტკბება ღვთის მშვიდობით და რა არის ამის შედეგი? ბ) ვინ ვერ ხარობს მშვიდობით და რა გავლენას ახდენს ეს მათზე?
24 რა შესანიშნავ ბაგეთა ნაყოფს სწირავენ იუდაელები სამშობლოში დაბრუნებისას, როდესაც სიმღერებით ხოტბას ასხამენ იეჰოვას! ისინი ხარობენ ღვთის მშვიდობით, იმის მიუხედავად „შორებელნი“ არიან თუ „ახლობელნი“, ანუ იუდადან შორს არიან და დაბრუნებას ელიან, თუ უკვე სამშობლოში არიან დაბრუნებული.
-