-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
«ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ » (გამოცხადება 14:6, 7).
-
-
ახალი საზეიმო სიმღერაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
დედამიწაზე ყოფნისას იესომ ჩვენს დროზე იწინასწარმეტყველა: „და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ცხებულ ქრისტიანთა კრება ასრულებს ამ დავალებას (1 კორინთელები 9:16; ეფესოელები 6:15). „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ უხილავი ანგელოზებიც მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში, აშკარად ჩანდა ანგელოზების ხელმძღვანელობა, როცა მათ იეჰოვას მოწმეები მიჰყავდათ ისეთ დამწუხრებულ ადამიანებთან, რომლებსაც სწყუროდათ სულიერი დახმარება და ლოცულობდნენ კიდევაც ამისთვის.
-