-
„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
-
-
ქრისტე უძღვება სამქადაგებლო საქმეს
9, 10. როგორ წარმართა ქრისტემ სამქადაგებლო საქმე ისე, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელებულიყო?
9 სამქადაგებლო საქმიანობას იესომ ჩაუყარა საფუძველი. მან ისე ორგანიზებულად წარმართა ეს საქმიანობა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე გავრცელდა. დედამიწაზე მსახურების დროს მან მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: «არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში, არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:5—7). იესოს მოწაფეებმა იუდეველებსა და პროზელიტებს შორის განსაკუთრებით ახ. წ. 33 წლიდან დაიწყეს დიდი ენთუზიაზმით ქადაგება (საქ. 2:4, 5, 10, 11; 5:42; 6:7).
10 მოგვიანებით, წმინდა სულის დახმარებით იესომ გააფართოვა სამქადაგებლო საქმე — სასიხარულო ცნობა სამარიელებსაც ექადაგათ და სხვა არაიუდევლებსაც (საქ. 8:5, 6, 14—17; 10:19—22, 44, 45). სასიხარულო ცნობა რომ ერებს შორის გავრცელებულიყო, იესომ თავად აირჩია ტარსოსელი სავლე და ქრისტიანად აქცია. იესომ თავის მოწაფეს, ანანიას დაავალა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს . . . წადი, ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ (საქ. 9:3—6, 10, 11, 15). ეს მამაკაცი მოციქული პავლე გახდა (1 ტიმ. 2:7).
11. როგორ გააფართოვა იესომ წმინდა სულის მეშვეობით სამქადაგებლო საქმიანობა?
11 როდესაც არაიუდევლებს შორის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების დრო დადგა, ღვთის სულმა პავლე მისიონერულ მოგზაურობაში გაგზავნა მცირე აზიასა და ევროპაში. წიგნ „საქმეებში“ ლუკა წერს: «როცა ისინი [სირიის ანტიოქიის კრების ქრისტიანი წინასწარმეტყველები და მასწავლებლები] საჯაროდ ემსახურებოდნენ იეჰოვას და მარხულობდნენ, წმინდა სულმა უთხრა მათ: „ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის გამოყავით, რომლისთვისაც მოვუწოდე“. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაადეს მათ და გაუშვეს» (საქ. 13:2, 3). იესომ ტარსოსელ სავლეს თავისი „რჩეული ჭურჭელი“ უწოდა, რომელიც მის სახელს ერებს ამცნობდა. როგორც ვხედავთ, ამჯერადაც კრების თავის, ქრისტეს ხელმძღვანელობით გაფართოვდა სამქადაგებლო საქმიანობა. პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს აშკარად გამოჩნდა, რომ იესო წმინდა სულით ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ „იესოს სული“, ანუ წმინდა სულით აღძრული იესო აძლევდა მითითებას პავლესა და მის თანამშრომლებს, სად და როდის უნდა წასულიყვნენ. სწორედ ხილვაში ნახა პავლემ, რომ ევროპისკენ უნდა აეღოთ გეზი (წაიკითხეთ საქმეების 16:6—10).
-
-
„ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 სექტემბერი
-
-
15 იესომ წმინდა სულის დახმარებით სამქადაგებლო საქმიანობა დედამიწის კიდეებამდე გააფართოვა. ზეცაში ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:12). ქრისტეს ხელმძღვანელობით პირველ საუკუნეში გრანდიოზული საქმე შესრულდა — მთელ დედამიწას ემცნო სასიხარულო ცნობა (კოლ. 1:23).
16 იესომ აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა ბოლო დღეებამდე გაგრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც იესომ მოწაფეებს ქადაგება და ყველა ერიდან მოწაფეების მომზადება დაავალა, შეჰპირდა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20).
-