„როგორ შევძლებდით მრევლის გამოფხიზლებას?“
ეს კითხვა, რომელიც ამას წინათ დასვა ფრანგულმა კათოლიკურმა ჟურნალმა „ქრისტიანულმა ოჯახმა“ (Famille Chrétienne), ბევრისთვის გასაკვირი არ ყოფილა. ინგლისის კარდინალმა ჰიუმმა ეკლესიის მრევლს „ჩაძინებული გოლიათებიც“ კი უწოდა. ასეთი თვლემის შემაჩერებელ საშუალებად შემოთავაზებული იყო მრევლიდან მქადაგებელთა ჯგუფების შექმნა. იტალიელი მღვდელი ამას „ქრისტიანობაზე მოქცევის პირდაპირ ახალ მეთოდს უწოდებს“. თუმცა პაპმა ახლახან მხარი დაუჭირა ასეთ ინიციატივას, ყველა ვერ ხედავს თავისი რწმენის გაზიარების აუცილებლობას.
მილანელი ვიკარი, პიჯი პეირინი, ამას წინათ აფრიკას ეწვია, სადაც მონაზონმა უთხრა: „მე აქ 40 წელია ვარ და ერთხელაც არ მიხსენებია იესოს სახელი, რათა აფრიკის კულტურა არ შემელახა“. ვიკარი ასკვნის: „ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იესოზე, აღარაფერს ვაკეთებთ იესოსთვის, აღარ ვქადაგებთ სახარებას!“. მიუხედავად ამისა, მრავალი სხვა ადამიანისთვის ქადაგება მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილსა და სულიერი სიფხიზლის შენარჩუნების საშუალებას წარმოადგენს. პიჯი პეირინი აღიარებს: „როცა ხვდებით ორ ადამიანს, რომლებიც, ბაზარში იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, ქრისტეს შესახებ საუბრობენ ან ბიბლიით ხელში სადმე მიდიან, თქვენთვის ამბობთ: აი, იეჰოვას მოწმეები!“
მილიონებს მოსწონთ ღვთის სიტყვის შესახებ იეჰოვას მოწმეებთან საუბარი. ეჭვგარეშეა, მოწმეები თქვენს უბანშიც საუბრობენ ბიბლიურ თემებზე. ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ეს გულმოდგინე ქრისტიანები ახალისებენ ერთიმეორეს, რომ თავიანთი რწმენა სხვებს გაუზიარონ. მათი შეხვედრების ადგილები (ეწოდება „სამეფო დარბაზები“) გულითადობისა და მეგობრობის ადგილებია. ურიგო არ იქნებოდა, დასწრებოდით იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ შეხვედრას და გენახათ, როგორ შეგიძლიათ სულიერ ლეთარგიასთან (საღათას ძილი) ბრძოლა.