-
მიკერძოება და დისკრიმინაცია — რა არის მიზეზი?გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
-
-
◼ რას ამბობს ბიბლია? „ღმერთმა ქვეყნიერება [მთელი კაცობრიობა] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). დავფიქრდეთ: „თუ ღმერთს მიუკერძოებლად უყვარს ყველა ეროვნების ადამიანი, მათ შორის მეც, განა არ უნდა მივბაძო მას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავს ღვთის მორწმუნედ ვთვლი?!“
-
-
მიკერძოება და დისკრიმინაცია — რა არის მიზეზი?გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
-
-
◼ რას ამბობს ბიბლია? „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). „მან [ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქმეები 17:26). „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვცდილობ, ღვთის თვალით ვუყურო სხვებს? ვცდილობ გავიცნო სხვა რასისა და კულტურის ხალხი, რათა სწორი წარმოდგენა შევიქმნა მათზე?“ რაც უფრო ახლოს ვეცნობით ადამიანებს, მით უფრო გვიადვილდება მცდარი სტერეოტიპების დანგრევა.
-
-
მიკერძოება და დისკრიმინაცია — რა არის მიზეზი?გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
-
-
◼ რას ამბობს ბიბლია? „ზემოდან [ღვთისგან] მომავალი სიბრძნე . . . მშვიდობიანი[ა], ახასიათებს გონიერება და . . . მიუკერძოებელი[ა]“ (იაკობი 3:17). „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23). „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). ვკითხოთ საკუთარ თავს: „მასწავლის ჩემი რელიგია, მიყვარდეს ყველა ადამიანი, თუნდაც ის, ვინც მტრულად არის ჩემდამი განწყობილი? ღიაა ჩემი სალოცავის კარები ყველა ადამიანისთვის, მათი ეროვნების, კანის ფერის, სქესის, შემოსავლისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად?“
-