საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიყვარული იმარჯვებს მიკერძოებაზე
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • როგორ უყურებს ღმერთი ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, მოიცილონ წინასწარშექმნილი უარყოფითი აზრი? ბიბლია ამ კითხვაზეც გვცემს პასუხს.

      ღმერთი მომთმენია ჩვენდამი

      წინასწარშექმნილი აზრის გამო პირველ საუკუნეში ბევრი იუდეველი ქრისტიანი თავიდან ათვალწუნებით უყურებდა არაიუდეველებს, რომელთაგან ბევრი ქრისტიანი გახდა. როგორ მოაგვარა იეჰოვამ ეს სერიოზული პრობლემა? ის მოთმინებით ასწავლიდა ქრისტიანულ კრებას (საქმეები 15:1—5). ამან კარგი ნაყოფი გამოიღო. როგორც ამ სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული, მათ „გადალახეს სოციალური, რასობრივი და ეროვნული ბარიერები“. შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქმეები 16:5).

      რისი სწავლა შეიძლება აქედან? კვლავაც მიენდეთ ღმერთს, რომელიც უხვად აძლევს სიბრძნეს და ძალას მათ, ვინც რწმენით სთხოვს (იაკობი 1:5, 6). გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენიებული ჯენიფერი, ტიმოთე, ჯონი და ოლგა. ჯენიფერი სულიერად გაიზარდა და ისწავლა, ყურადღება აღარ მიექცია შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის. როცა მის ერთ კლასელს დაუწყეს დაცინვა, ჯენიფერმა დაიცვა ის და დაამშვიდა.

      რა დაეხმარა ტიმოთეს ემოციების მოთოკვაში, როცა კლასელები კანის ფერის გამო დასცინოდნენ? ის ამბობს: „არ მინდოდა ჩემი საქციელით იეჰოვას სახელი ლაფში ამომესვარა. ისიც მახსოვდა, რომ ბოროტება სიკეთით უნდა დამეძლია“ (რომაელები 12:21).

      ჯონიმ გადალახა სიძულვილი, რომელიც ჰაუსა თანაკლასელისადმი ჰქონდა. ის იხსენებს: „მოზარდობის პერიოდში რამდენიმე ჩემი თანატოლი ჰაუსა გავიცანი. ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. მე და ჩემმა ჰაუსა მეგობარმა საერთო პროექტზეც ვიმუშავეთ და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. დღეს მე აღარ ვყოფ ხალხს ტომებად და ერებად, რადგან ვცდილობ, რომ თითოეული ადამიანის პიროვნება დავაფასო“.

      ოლგა და მისი პარტნიორი არ შეუშინდნენ მოწინააღმდეგეებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბიბლიის ცნობას ვინმე აუცილებლად გამოეხმაურებოდა და მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციაზე. ისინი არ შემცდარან, რადგან ბევრმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ოლგა იხსენებს: „50 წლის შემდეგ ერთი კაცი მომიახლოვდა და ლამაზი ჩანთა გადმომცა. შიგნით პატარა ქვები ეწყო, რომლებზეც ამოტვიფრული იყო შემდეგი სიტყვები: სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე და სულგრძელობა. მან მითხრა, რომ ერთ-ერთი იყო იმ ბიჭებიდან, რომლებიც ქვებს გვესროდნენ. ახლა ის ჩემი სულიერი ძმა იყო. მან და მისმა მეუღლემ თეთრი ვარდების დიდი თაიგული მაჩუქეს“.

  • სიყვარული იმარჯვებს მიკერძოებაზე
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • [ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

      პრაქტიკული პრინციპები ღვთის სიტყვიდან

      ◼ „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:17—21). ისწავლეთ, სიკეთე გაუკეთოთ მათ, ვინც ცუდად გექცევათ. „უმიზეზოდ შემიძულეს“, — თქვა იესო ქრისტემ. მიუხედავად ამისა, მას არავინ შეუძულებია (იოანე 15:25).

      ◼ „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი . . . შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:26). შური და სიამაყე უარყოფითად მოქმედებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე და ხშირ შემთხვევაში სიძულვილსა და მიკერძოებას იწვევს (მარკოზი 7:20—23).

      ◼ „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). დაფიქრდით: როგორ გინდათ, რომ გექცეოდნენ სხვები? თქვენც ასე მოექეცით სხვებს მათი ასაკის, კანის ფერისა და კულტურის მიუხედავად.

      ◼ „გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად“ (რომაელები 15:7). ცდილობთ, უკეთესად გაიცნოთ სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის ადამიანები, მით უმეტეს, თუ ისინი თქვენი თანამორწმუნეები არიან? (2 კორინთელები 6:11).

      ◼ „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმუნი 27:10). როგორც არ უნდა გვეპყრობოდნენ სხვები, ღმერთი არასდროს მიგვატოვებს, თუ მისი ერთგული ვიქნებით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება