-
ადამიანური სისუსტეების ძლევასაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 მარტი
-
-
4. რა გაფრთხილებას გვაძლევს პავლე 1-ლი კორინთელთა 10:12, 13-ში?
4 როდესაც პავლე კორინთში — უზნეობით სახელგანთქმულ ქალაქში — მცხოვრებ ქრისტიანებს სწერდა, მათ ცდუნებისა და ცოდვის ძალის შესახებ აფრთხილებდა: «ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს.
-
-
ადამიანური სისუსტეების ძლევასაგუშაგო კოშკი — 2001 | 15 მარტი
-
-
ნუ იქნებით მეტისმეტად თავდაჯერებული
5. რატომ არის მეტისმეტად დაჯერებულობა სახიფათო?
5 პავლე ამბობს: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“. საკუთარ ზნეობრივ სიმტკიცეში მეტისმეტად დაჯერებულობა სახიფათოა. მეტისმეტ დაჯერებულობაში ცოდვის ბუნებისა და ძალის შესახებ ცოდნის უკმარისობა ვლინდება. თუკი ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ მოსე, დავითი, სოლომონი და მოციქული პეტრე, შესცოდეს, ჩვენ ის უნდა ვიფიქროთ, რომ ცოდვას ჩვენზე ძალა არა აქვს? (რიცხვნი 20:2—13; მეორე მეფეთა 11:1—27; მესამე მეფეთა 11:1—6; მათე 26:69—75). „ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგუნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული“, — აბობს იგავნის 14:16. იესომაც თქვა: „სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“ (მათე 26:41). რადგან არც ერთი არასრულყოფილი ადამიანი არ არის გახრწნილი მიდრეკილებებისადმი შეუვალი, საჭიროა სერიოზულად მოვეკიდოთ პავლეს გაფრთხილებას და შევეწინააღმდეგოთ ცდუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცემის საფრთხე გვემუქრება (იერემია 17:9).
6. როდის და როგორ უნდა მოვემზადოთ ცდუნებასთან გასამკლავებლად?
6 გონივრულია იმ გაჭირვებებისთვის მზადყოფნა, რომლებიც შეიძლება მოულოდნელად დაგვატყდეს თავს. მეფე ასას ესმოდა, რომ მშვიდობიანობის ჟამი თავდასაცავი ნაგებობის აშენებისთვის ხელსაყრელი დრო იყო (მეორე ნეშტთა 14:2, 6, 7). მან იცოდა, რომ მტრის თავდასხმის დროს ამის კეთება მეტისმეტად დაგვიანებული იქნებოდა. მსგავსად ამისა, ცდუნებებთან გასამკლავებლად მიღებული გადაწყვეტილებები მაშინ არის საუკეთესო, როდესაც ისინი დამშვიდებულ, დაწყნარებულ მდგომარეობაში საღი გონებით არის მიღებული (ფსალმუნი 62:7). დანიელსა და მის ღვთისმოშიშ მეგობრებს იეჰოვას რჯულისადმი ერთგულად დარჩენა მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი, ვიდრე მეფის სუფრიდან კვებას დააძალებდნენ. ამიტომ ისინი მტკიცედ იდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებაზე და უწმიდური არაფერი უჭამიათ (დანიელი 1:8). ვიდრე ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებოდეთ, მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება. მაშინ გვექნება იმის ძალა, რომ წინ აღვუდგეთ ცოდვას.
-